Digest Logo

„მას დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი“ - ნიკო კვარაცხელიას დედა დუმილს არღვევს

1645075781
ნიკო კვარაცხელია

„სამი უღირსი ადვოკატი და ოჯახები ჯგუფური დანაშაულიდან თავის დაღწევის მიზნით არ აძლევენ საშუალებას, რომ მკვლელებმა საზოგადოების წინაშე აღიარონ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. კაველაძეებმა ერთხელ უკვე მსგავსი მეთოდით დაიხსნეს შვილი დანაშაულიდან“, - ამის შესახებ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა საჯაროდ წერს.

„18 თებერვალს სასამართლო პროცესია, მინდა დავარღვიო დუმილი და მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, რომელიც არა მარტო ჩვენმა ოჯახმა არამედ ბევრმა ადამიანმა იცის, რომ გიორგი კაველაძეს აქვს აღიარებული დანაშაული, მას დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთიც, დამხმარეც და საკუთარ როლზეც ბევრი აქვს ნათქვამი. ეს იყო ძალიან დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, როგორც მისი აღიარებითი ჩვენებიდან ვიცით.

ჩვენი ოჯახი 15 სექტემბრის რეჟიმში ვცხოვრობთ უკვე ხუთი თვეა, ჩვენი ემოციებით და მდგომარეობით თავს არ შეგაწყენთ, ძალიან დიდი უსინდისობაა იმის თქმა, რომ დრო მკურნალია, რითაც სარგებლობენ მკვლელების ოჯახები და ის ადამიანები ვინც ეს დიდი ბოროტება დაგეგმა, არა ბატონებო თქვენ ძალიან ცდებით, დრო მკურნალი არ არის ისე როგორც ნიკოს გარდაცვალება არ არის მისი დამარცხება !

„მე ხომ მომკლეს.” დიდი ამბავი! აი მეც დამხვრიტეს, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ, ვარ თუ არა ცოცხალი? როგორ გგონია. დამმარხეს და მაინც მიწაზე დავდივარ. იცი რატომ? იმიტომ რომ ვერ დამაჯერეს ჩემი მოკვლის უფლება რომ ჰქონდათ. მთავარი კი ესაა.”(ოთარ ჭილაძე)

სამი უღირსი ადვოკატი და ოჯახები ჯგუფური დანაშაულიდან თავის დაღწევის მიზნით არ აძლევენ საშუალებას, რომ მკვლელებმა საზოგადოების წინაშე აღიარონ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. კაველაძეებმა ერთხელ უკვე მსგავსი მეთოდით დაიხსნეს შვილი დანაშაულიდან.

ღმერთმა არ ქნას რომ ამ რამდენიმე ადამიანს გადაჰყვეს ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულება.

საბრალოებო ჩვენი რწმენა და მიმტევებლობა, ძალიან ცუდად გამოიყენეთ, და ვერ გათვალეთ, რომ ამ ქვეყანაში არის კანონი, რომლის წინაშეც, მორწმუნეც და ურწმუნოც თანასწორია. ჯგუფურს მარტო კაველაძე და ჭელიძე კი არა სხვა ახალგაზრდებიც ვერ დააღწევენ თავს.

ნათია ჯაფარაშვილს და თეკლე გავაშელიშვილს პირადად მოგმართავთ, ჩვენ დიდხანს ველოდით თქვენგან და ეჭვადაც არ გვქონდა, რომ თქვენ პირიქით ადამიანურ სახეს შეინარჩუნებდით და იმ შემზარავი კადრების, ტერორისტული აქტის, ხილვის მერე რომელიც თქვენმა შვილებმა განახორციელეს და რომელიც მთელმა ქვეყანამ იხილა, თავად მოითხოვდით შვილების დასჯას, თქვენ კი ძვირად ღირებული ადვოკატები აუყვანეთ და მათთან ერთად ფულზე ყიდით სინდისს.

გონზე მოდით ახლა მაინც და შვილებთან ერთად საკუთარ სულსაც ნუ წარიწყმენდთ.

მე კარგად მესმის თქვენი ჟურნალისტების რომლებიც ინტერესდებით და ლამის ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს უარის თქმა განცხადებაზე ან ინტერვიუზე, მადლიერების მეტი რა მეთქმის, მაგრამ მინდა გირჩიოთ იქნებ გაიგოთ მკვლელების ოჯახები, მათი დამხმარეები, მკვლელების მასპინძელი ოჯახები როგორ აგრძელებენ ცხოვრებას, იქნებ ახალი მსხვერპლს ეძებენ ???

რისი ან ვისი იმედად ჩქარობენ რომ ასე სწრაფად დააყენონ განაჩენი ???“, - წერს იზა ომაძე.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულია 2 პირი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ნიკო კვარაცხელიას დედის წერილს წაგიკითხავთ...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵 ნიკო კვარაცხელია და მისი საცოლე თბილისში ქორწილის გადახდას, შემდეგ კი საზღვარგარეთ წასვლას გეგმავდნენ - საცოლის პირველი კომენტარი

🔵„დედამ იცის? როგორ გინდა უთხრა... უმცროსი ბიჭი, თამაზის ძმა გიორგი, ახლახან მიაბარეს მიწას“ - ბონდო ქურდაძე თამაზ მეჭიაურზე

🔵„იმხელა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რომ მედიცინას საერთოდ შეეშვა“ - ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება გაუწია, სამედიცინო სფეროდან წავიდა