პოლიტიკოსი, არაერთგზის დეპუტატი და თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს ფეისბუკზე პოლიტიკოს ირმა ინაშვილი გამოეხმაურა და მას ემოციური წერილი მიუძღვნა.
„ზოგი კაცი მიდის ამა სოფლიდან და... მთელ ქვეყანას სტკივა გული. ასეთი კაცის მერე დიდი სიცარიელე რჩება.
გლოვისას სიტყვა „ბედნიერება" რა მოსატანია, მაგრამ... ბედნიერებაა, ასე რომ დააკლდები შენს ქვეყანას და ასე გულწრფელად რომ დაგიტირებს შენი ხალხი.
თამაზ მეჭიაურს ეს ცრემლი მიჰყვება. გულწრფელი ცრემლი. სწორად უცხოვრია ამ უსწორმასწორო მიწაზე. ღმერთმა ახლა სამოთხეში დააკვიდროს მისი სული“, - წერს ირმა ინაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„დიდი ხანი ვიქნებით პანდემიის აქტიურ ფაზაში... მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ“ - ბიძინა კულუმბეგოვი
🔵„ნიკო კვარაცხელიას დედის წერილს წაგიკითხავთ...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი