Digest Logo

დიდი შეღავათი გაუკეთდა... ამაზე სარალიძის მამამ ისაუბროს - დადუნაშვილების პირველი კომენტარი

1609851820
სარალიძე დადუნაშვილი

რამდენიმე დღის წინ, დათუნა სარალიძის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ჯანაშია გაათავისუფლეს. მას თავის დროზე, საპროცესო შეთანხმებით, 4 წლამდე შეუმცირდა სასჯელი, ვადის 3/4-ის ამოწურვის შემდეგ კი, უდოთი გაათავისულეს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, დათუნა სარალიძესთან ერთად მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ჯანაშიას გათავისუფლების შემდეგ არ გამორიცხავს, რომ საპყრობილე დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გუგა ბარბაქაძემაც დატოვოს.

მოზარდის ოჯახში მოკლე კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ ჯანაშიას გათავიუფლებაზე კომენტარი არა მათ არამედ მოკლული სარალიძის მამამ უნდა გააკეთოს.

„ჯანაშია ჩვენი პრობლემა არ არის, მიმართეთ სარალიძის მამას.

​უზენაეს სასამართლოში როცა მიდიოდა საქმის განხილვა, დიდი შეღავათები გაუკეთდა (ჯანაშიას), 4 წლამდე შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთა“, - აღნიშნეს გარდაცვლილი ბიჭის ოჯახში.

რაც შეეხება ბარბაქაძის ადვოკატის მიერ ბრალდებულის გათავისუფლების შუამდგომლობის საკითხს, მოკლული ბიჭის ახლობელი ამბობს:

„ჩვენ ვიცით, რა დასკვნაზეა საუბარი, ვნახოთ რა მოხდება, როცა 3/4 -ს მოიხდის სასჯელს“,- ამბობს ოჯახის ახლობელი.


აგრეთვე დაგაინეტრესებთ:

დუშეთში, წყლით სავსე თხრილში ქალის ცხედარი იპოვეს

რა კავშირი ჰქონდათ ექსტრასენსებთან საქართველოს პრეზიდენტებს და ივანიშვილს?