Digest Logo

ისნის მეტროში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

1643033160
პოლიციის ლენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას აქვეყნებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია რომ თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებულ კადრების საფუძველზე, პოლიციელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ლისზე ერთი ყინული რომ ჩატყდა, იმსხვრეოდა და იმსხვრეოდა - კაცები გაწვნენ და ხოხვით მივიდნენ მოფართხალე ბავშვამდე“ - ეკატერინე იმედაძე

🔵„მარკესი ამბობდა, ფულიანი ღარიბი ვარო და თურმე რამდენი ფულიანი ღარიბი გვყოლია საქართველოში!!!“ - თეა გვასალია

🔵7947 ინფიცირება, 31 გარდაცვალება, 5550 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🔵„კიდე მიჩანს დიდი თავი?“ - მამულიჩას მორიგი ვიდეო დუბაიდან

🔵„შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი“ - კულუმბეგოვი

წყარო: police.ge