Digest Logo

მკვლელობა ძაღლის კბენის გამო - მარნეულში დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

1644491889
30 წლის ახალგაზრდა

მკვლელობა ძაღლის კბენის გამო - მარნეულში მომხდარ მკვლელობაში დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულია 17 წლის ბიჭი, რომელმაც მეზობელ უბანში მცხოვრებ 29 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე აიყვანეს.

8 თებერვალს მარნეულში, ძაღლის კბენის გამო წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით და განზრახ მოკვლის მიზნით, ერთ პირს დანის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აცხადებს პროკურორი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გავიგე მისი იმ ქვეყნად გარდასვლის ამბავი“ - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი

🔵„თითქოს დემონი ჩამისახლდა და მათრია, ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა...“ - რა წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი

🔵„რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის 19 წლის გიო დარჩები...“ - ანი შაქარაშვილი

წყარო: rustavi2.ge