46 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი (გია) გოგელიანი გერმანიის ქალაქ მიუნხენში დააკავეს.
როგორც ცნობილია, ბავარიის შტატის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მას გერმანიის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნას ედავებიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგელიანი მიუნხენში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 30 დღის ვადაში ევროკავშირის ტერიტორიას დაატოვებინებენ.
არ არის გამორიცხული „კანონიერი ქურდი“ გერმანიამ საქართველოს გადმოსცეს, ვინაიდან ქართველ სამართალდამცველებს მასზე ძებნა აქვთ გამოცხადებული.
იმ შემთხვევაში თუ კრიმინალურ ავტორიტეტს საქართველოში ჩამოიყვანენ, მას 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის.
⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:
VII, VIII დღესაც, შეიძლება, მსუბუქ პაციენტებში დაიწყოს გართულება - ექიმი
არიან თუ არა რისკჯგუფში ალერგიული პაციენტები - ექიმის რჩევები