გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახეთში, წინანდალში, ოლიმპიური ჩემპიონის და ყოფილი ოცნების დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური მის ორ თანმხლებ პირთან, ერთად ჩაცხრილეს.
„მთავარი“ არხის ცნობით, არსებობს რამდენიმე ვერსია, პირველის მიხედვით, დაჭრილებიდან ერთ-ერთი იყო ცოცხალი, რომელიც მართავდა მანქანას და ისე აღმოჩნდნენ თელავის რეფერალური საავადმყოფოს წინ.
მეორე ვერსიის თანახმად, მანქანა საავადმყოფოსთან მოწინააღმდეგე ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიყვანეს.
მესამე ვერსიის თანახმად, ზვიადაურის მანქანასთან ერთად რეფერალურ საავადმყოფოში სხვა მანქანებიც შევიდა.
მათივე ცნობით, კრიმინალური გარჩევა წინანდლის ტყეში დაიწყო. საუბარია, ბიზნესს დავაზე, ობიექტზე, სადაც დაიწყო კონფლიქტი, შემდეგ კი მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.
რაც შეეხება მოკლულებს, ერთ-ერთი როგორც ცნობილია, ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია ორი კი მისი მეგობარი: ალიკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი.
სამივე მათგანი რეფერალურ საავადმყოფოსთან არსებულ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ორ თანმხლებ პირთან ერთად, ჩაცხრილეს“ - შემზარავი ამბავი