28 ივლისი ისტორიული დღე აღმოჩნდა საქართველოსთვის – კიდევ ერთი ოლიმპიური ოქროს მფლობელები გავხდით. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი ქართველმა ძიუდოისტმა, 21 წლის ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაიმსახურა.
უდიდესი გამარჯვება ლაშამ ჯანმრთელობის საკმაოდ მძიმე მდგომარეობის ფონზე მოიპოვა. უკან ერთი წუთითაც არ დაუხევია და დღეს, ის ოლიმპიური ჩემპიონია.
სოციალურ ქსელში, მომღერალი გელა დაიაური, ლაშას ფოტოს ავრცელებს, სადაც პირველი ოლიმპიელი ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის „კიმანო“ ეცვა.
დიახ, ხომ გახსოვთ, ზვიადაურმა 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედალი მოიპოვა 90 კგ წონით კატეგორიაში და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
„ეს ფოტო ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონის მამამ გელა ბექაურმა მომაწოდა:
2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე ზურა ზვიადაური ტრავმირებული გაემგზავრა და მოიგო ოლიმპიადა.
დავით ქევხიშვილის რჩევით და იდეით ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს, რომელიც ზვიადაურივით ტრავმირებული იყო ოლიმპიადის წინ ზვიადაურის „კიმანო“ აცვია და ისე ლოცულობს.
P.S.ასე აუხდეს და აგვიხდეს ყველა ლოცვა და სათხოვარი!!!“- წერს დაიაური.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
🔵ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები