დები ხაჩატურიანები, კრისტინა, ანგელინა და მარია მამის მკვლელობაში ბრალდებულები არიან.
უფროსები დები მამის, მიხაილ ხაჩატურიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულად სცნეს, უმცროსმა კი იძულებითი მკურნალობა უნდა გაიაროს.
ის შეურაცხადად მიიჩნიეს ბოროტმოქმედების ჩადენის მომენტში. მისი საქმე ცალკეა გამოყოფილი.
გოგოების დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ გოგონები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს იცავდნენ მამის ძალადობისგან და აპირებდნენ ნაფიცი მსაჯულების მოთხოვნას.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მამა აყენებდა, ბრალდებულებს შემამსუბუქებელ გარემოებად ეთვლებათ.
57 წლის მიხეილ ხაჩატურიანი საკუთარმა შვილებმა მოკლეს. პოლიციის ცნობით, კაცს მჩხვლეტავი ნივთებით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე ჩაქუჩით თავში აქვს მიყენებული დარტყმები.
გამოძიების ცნობით, კაცმა ბინიდან დაღწევა შეძლო, თუმცა სადარბაზოში სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.
გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეც“ წერს, რომ მიხაილი შვილებს, კრისტინასა და ანგელინას მცირე ასაკიდან აუპატიურებდა.
მტკიცებულებების მიხედვით, მან ერთ-ერთ ქალიშვილს განუცხადა: „შენ დედაშენის ადგილს დაიკავებ! ცოლად შეგირთავ და შვილს გამიჩენ!“
ამასთან, მამა შვილებს უბრძანებდა, მის წინ გაშიშვლებულიყვნენ, რათა კაცს ისინი „შეემოწმებინა“. გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს ანგელინას სისხლიანი სახე, რომელიც, სავარაუდოდ, მასზე თავდასხმის შემდეგ არის გადაღებული.
გოგონების თქმით, მკვლელობის დღეს მამის მანქანიდან მისი სანადირო დანა აიღეს, რათა საჭიროების შემთხვევაში თავდაცვისთვის გამოეყენებინათ.
ამავე დანით მიხაილმა მანამდე ქალიშვილი მარია და გოგონების დედა, აურელია დაჭრა, რომელიც სახლიდან გაიქცა.
სასიკვდილო თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მიხაილმა შვილებ წიწაკის სპრეი შეასხა.
კრისტინამ, რომელსაც ასთმა აწუხებს, გონება დაკარგა, მამამ ის სააბაზანოში შეიყვანა, სამოსი გახადა და არაყი დაასხა.
დის მდგომარეობით შეშინებულმა ანგელინამ და მარიამ გადაწყვიტეს, მიხაილს დანითა და ჩაქუჩით დასხმოდნენ თავს.
„არაფერს ვნანობ. შეუძლებელი იყო იმისი ატანა, რასაც ჩვენ გვიკეთებდა. ციხეში უკეთესია ცხოვრება, ვიდრე მასთან ერთად. 10 წლის ასაკიდან გვცემდა, 14 წლიდან – სექსუალურად ძალადობდა“, – ამბობდა ანგელინა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
პორნოზე შეტყუება, ქმრის გადაყვარება და ბრძოლა მძიმე სენთან - ეთერ კაკულიას უცნობი ამბები