Digest Logo

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ცოლთან დაშორება, ქუჩური ცხოვრება და ცხოვრებისეული სტრესი - სულ სხვანაირი მიშა ანდღულაძე

1612794375
მიშა ანდღულაძე

„კო­მე­დი ჯგუ­ფის" მსა­ხი­ო­ბი და სცე­ნა­რის­ტი  მიშა ან­დღუ­ლა­ძე უკვე წლებია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ცნობილი იუმორისტი ჩვენს განწყობაზე ზრუნავს, თუმცა მხიარული მსახიობის უკან არც თუ ისე მარტიცი ცხოვრება იმალება.

დღეს ამ სტატიაში მიშა ანდღულაძის პირადზე მოგიყვებით.

ბავშვობა

მიშა ანდღულაძე თბილისში პირველ სამშობიაროში დაიბადა. გაიზარდა გლდანში.

„გლდანს ჩრდილოეთიდან გადმოჰყურებს ისეთი ლამაზი მხარე, როგორიც არის თემქა, აღმოსავლეთიდან
- თბილისის ზღვა და დასავლეთიდან - ამერიკა, სწორედ ამ გარემოში აღვიზარდე და ჩამოვყალიბდი მებრძოლ პიროვნებად.“

მსახიობის დედა სტომატოლოგია, ამჟამად დიასახლისი. მამა ინჟინერ-მექანიკოსი გახლავთ და თავისი სპეციალობით მუშაობს.

ასევე ჰყავს ძმა, რომელიც მასზე უფროსია.

„დედა არასდროს მაქებდა. ერთი ნათესავი მყავს, თავის შვილზე ამბობს, ბავშვი გაკვეთილზე თუ არ არის, მასწავლებელი გაკვეთილს არ ატარებსო. საბედნიეროდ, დედაჩემი ამ კატეგორიას არ ეკუთვნის. საქვეყნოდ შვილების ქება-დიდება ჩემს მშობლებს არ უყვართ. ისე, კოჭებში მეტყობოდა, რომ განვითარებადი ტიპი ვიყავი, დასვი და თვითონ გაივლის ბაღანაო, რომ ამბობენ, ჩემზეა ნათქვამი“- იხსენებს მიშა.

მისი სადებიუტო ფილმია „მისტერ ძიძა“.

„ამ ფილმს თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან მაინც ცნობილი ფილმის რიმეიკია. მინდოდა, რომ ახალი მოგვეფიქრებინა. საბოლოოდ, ჩვენი გრაფიკიდან გამომდინარე, ამის დრო არასოდეს არ გვქონდა. მანამდეც მინიმუმ ხუთჯერ გვინდოდა ფილმის გადაღება. ალეკო მალხაზიშვილს ჰქონდა იდეა, რომ ჩემი პერსონაჟი ქალბატონები შეგვეკრიბა და კინოში გადაგვეტანა. ხალხის რეაქციით ვხედავ, რომ მოსწონთ.

პრემიერაზე ფილმს რომ ვუყურეთ, მე და ალეკო მალხაზიშვილი ცოტა უხასიათოდ გამოვედით. მაინც კრიტიკულად ვუყურებდით რაღაცებს. მერე ჩვეულებრივ დღეს წავედი, ხალხთან ერთად ვნახე დარბაზში და საერთოდ შემეცვალა წარმოდგენა, გახარებული გამოვედი. რეალურად მაყურებელი იმ დეტალებს არ უკვირდება, რასაც შენ. მიხარია, რომ პირველი ფილმია და მაინც კარგი გამოვიდა. შემდეგი ფილმები უფრო უკეთესი იქნება და უფრო მეტი სტიმული გვექნება. თან საკუთარი ძალებით გადავიღეთ. რეჟისორიც კი ჩვენი გუნდიდანაა“- იხსენებს მიშა ანდღულაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

მიშამ ცხოვრების დიდი ნაწილი ქუჩაში გაატარა და როგორც თავად ამბობს ბევრი რამ ისწავლა ქუჩიდან.

„ეზოში რომ ვიზრდებოდი, ბევრ რამეს თვითნებურად ვსწავლობდი. ქუჩური ბაზარი ვიცოდი, მაგრამ არ მიხდებოდა. დღემდე არ მიხდება სიგარეტი, ქუჩური ბაზარი და ძველბიჭობა, თუმცა მაინც მიწევდა, გარემოდან გამომდინარე, მაგრამ ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს.“- ამბობს მიშა ანდღულაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

მიშა ანდღულაძის ისტორია

„კომედი შოუს“ მსახიობმა, მიშა ანდღულაძემ ბიოგრაფიული რომანი დაწერა. წიგნში თავისი ბიოგრაფიული ეპიზოდების გარდა მიშა ისეთ სენსიტიურ ინსტიტუციებს უპირისპირდება, როგორიცაა ეკლესია.

ამის შესახებ მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს და არასრულწლოვნობის პერიოდში, მასზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას იხსენებს.

„ბავშვობაში მეც ვიყავი რიტუალური ცხოვრების მიმდევარი. აღსარებაც კი მაქვს ჩაბარებული მამა ბასილთან, რომელიც შემდეგ ჯვრით დასდევდა ადამიანებს. ერთ-ერთი აღსარება მოძალადე მოძღვართან მაქვს ჩაბარებული. თავადაც ვყოფილვარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ეს ეპიზოდებიც აღწერილი მაქვს წიგნში. 13 წლის ვიყავი… ეს არ არის ერთადერთი ისტორია ამ ფაქტზე, მე მოვხვდი სტატისტიკაში.

წიგნი უკვე გამოსაცემად მზად არის. ველოდებით ლევან ბერძენიშვილის ანოტაციას, რაც ძალიან სასიხარული ამბავია ჩემთვის. რაც კი შეიძლება მესურვებინა ჩემი წიგნისთვის, ალბათ ყველაზე დიდი ლიტერატორის, ლევან ბერძენიშვილის რედაქტორობა იქნებოდა. ეს იგივეა, სიმღერა რომ ჩაწერო და ბიონსემ გაუკეთოს ანოტაცია.

ეს არის რომანი, სადაც ყველაფერი ახლანდელ დროში ხდება. თემა არის კრიმინალური საბჭოთა ეკლესია, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. რომანში არის ჩემი ბიოგრაფიული ისტორიებიც. ძირითადად, სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური თემებია განხილული…“, - ამბობს ანდღულაძე.

მსა­ხი­ო­ბი მიშა ან­დღუ­ლა­ძე თავის ისტორიას იხსენებს და უმ­ძი­მეს პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მისი თქმით, მოზარდი იყო, როდესაც მისი უფროსი ძმა მამას ურტყამდა. ამ დროს ფიქრობდა, რომ ძმას მოკლავდა და თავად მე-9 სართულიდან გადახტებოდა და ასე დასჯიდა ძმას და მშობლებს, თუმცა გადაიფიქრა.

„მაშინ ეს არ გავაკეთე და გადავრჩი. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. როცა სკოლაში ვიჩხუბე კლასელთან, საქმე პოლიციაში გაგრძელდა. განყოფილებაში მაშინდელი პოლიციელი ჩემ კლასელს დაემუქრა და უთხრა, რომ თუ არ იტყოდა ვინ იყო კიდევ მასთან ერთად ჩხუბის დროს, ფიზიკურად გაუსწორდებოდა მას. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. არც ახლა იცვლება არაფერი, როცა მთავრობა უკვე მერამდენედ იტყუება და საქმის ჩაფარცხვას ცდილობს. არაფერი შეიცვლება, სანამ საკუთარ თავზე არ ავიღებთ პასუხისმგებლობას“, – წერდა მიშა ანდღულაძე.

სტრესი

„წარმოიდგინე, ჯარში ხარ დილას დგები, რაღაცნაირ სახეებს უყურებ, ყველა ცდილობს, ძალა დაგანახვოს, უცნაურად ბლატაობენ, თან უცნაური კილოთი. არაფერს არ აკეთებ, უაზროდ ხარ, გავგიჟდი კინაღამ. თუმცა რაღაც საქმე იქაც ვნახე, გიტარა მქონდა, ტუჩის გარმონი გავაკეთე, კედლის გაზეთს ვხატავდი სერჟანტის კანცელარიაში. ერთი დღის დასახატს ერთი კვირა ვხატავდი. ორნი ვიყავით. ერთი რომ ხატავდა, მეორეს ეძინა და თუ ვინმე გამოჩნდებოდა, ვაღვიძებდით ერთმანეთს. სამ თვეს გაგრძელდა ეს ტრაგედია. დედაჩემმა გადამარჩინა, ის არის ჩემი წარმატების ერთ-ერთი მონაწილე. მერე პოლიციის აკადემიაში სასულე ორკესტრში ვუკრავდი ჯარის სანაცვლოდ. დილას მივდიოდი, დავუკრავდი, გაივლიდა მწყობრი და მოვდიოდი სახლში. ეს იყო ჩემი ჯარი“- იხსენებს მიშა ანდღულაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ცნობილია ისიც, რომ რამდენიმე თვის წინ მიშა ცოლს დაშორდა.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

2 ქორწინება, 4 შვილი და ფსიქოლოგიური სტრესი - ლევან ჯავახიშვილის პირადი

რატომ არ იყო ჯანეტ ქერდიყოშვილი გიორგი გასვიანის ქორწილში

ვინ როგორ შოულობს ფულს - ქართველი სელებრითების შემოსავლები

უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი