Digest Logo

„სისხლი სდიოდა, ვერაფერი თქვა... სანამ სასწრაფო მოვიდა მანამდე გარდაიცვალა“ - გლდანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

1626336852
ლენტი

გლდანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 35 წლამდე კაცი მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კაცს სასიკვდილო ჭრილობები საცოლის ძმამ მიაყენა.

თვითმხილველების თქმით, მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

„ერთი გასროლის ხმა გავიგეთ, დაახლოებით 22:00 საათი იყო.

სისხლი სდიოდა, ვერაფერი თქვა, მანქანაში ჩაჯდომა უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო. ვინაა და აქ რატომ მოვიდა არ ვიცი.

სანამ სასწრაფო მოვიდა მანამდე გარდაიცვალა.

თავიდან „ხლაპუშკა“ გვეგონა... მერე გავიგე ხმა, ბიჭი გდიაო და მართლა ძირს ეგდო ახალგაზრდა.