Digest Logo

„სიტყვების გამო გაბრაზდა... დანას დაავლო ხელი და დაარტყა“ - რას ჰყვებიან სოფელში, სადაც ძმამ ტყუპისცალი მოკლა

1641290443
ტყუპისცალი

გორის მუნიციპალიტეტში, ახალსოფელში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ მეზობლებს ვერსიები არ აქვთ.

მათ მხოლოდ ის იციან, რომ ძმებს შორის დაპირისპირება ბედობას, სუფრაზე მოხდა და ისინი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთმა ძმამ ტყუპისცალი დანით მოკლა.

„რაღაცა სიტყვების გამო გაბრაზდა ალბათ, და შეიძლება [მოკვლა] არც უნდოდა, წამოავლო დანას ხელი და დაურტყამს. ერთი ჭრილობა ჰქონდა, ღვიძლის მხარეს. ცდილობდნენ გადარჩენას და რომ ვერაფერი უშველეს, მერე სასწრაფო გამოიძახეს“, - ამბობს მეზობელი.

დაჭრილის მდგომარეობა, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას, მძიმე იყო. 31 წლის მამაკაცს გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?

🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

🔵მძიმე სენის დამარცხება, 10 წლით უმცროსი ქმარი და 19-წლიანი თანაცხოვრება - ხათუნა ჟორდანიას პირადი ამბები

🔵ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

🔵„ჯვარზე გაკრული“ ხატია ბუნიათიშვილი, დაწუნებული სიმღერები და სხვა სკანდალური ამბები პიანისტზე