Digest Logo

წინასწარი მონაცემებით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია - შანაი ბრუკის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია

1628144545
შანაე ბრუკი

შანაი ბრუკის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია. ავსტრალიის მოქალაქეს, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ მოკლეს, სამშობლოში უახლოეს პერიოდში გადაასვენებენ.  ამ დრომდე საქართველოში იმყოფება ბრუკის ძმაც. ის სამართალდამცველებმა სხვა პირებთან ერთად უკვე გამოკითხეს.

წინასწარი მონაცემებით, 31 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

მთაწმინდაზე დაკარგული ავსტრალიელი ქალი, შანაი ბრუკი 31 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეს განზრახ მკვლელობის, სსკ-ის 108-ე მუხლით იძიებს.

⭕ამავე თემაზე:

შანაი ბრუკის ძმა სამართალდამცველებმა გამოკითხეს

ავსტრალიის მოქალაქე მოკლულია - შანაი ბრუკის საქმეზე გამოძიება გადაკვალიფიცირდა და განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება

შანაე ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს