დღეს, 21 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლს, რაც გულისხმობს 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავების პირობებსა და იმ დამამცირებელ მოქმედებებს, რომლებსაც ისინი ექვემდებარებოდნენ და რამაც მათ უდავო ტანჯვა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოუტანა.
ანუ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ კონკრეტული მუხლების დარღვევის გამო პასუხისმგებლად რუსეთის ფედერაცია ცნო.
მართალია, ეს გადაწყვეტილება 13 წლის წინ, ომის შედეგად მიყენებული აუნაზღაურებელი ზიანისთვის ვერაფერი წამალია, მაგრამ სამართლებრივად ჩვენი ქვეყნისთვის დიდ გამარჯვებად ითვლება.
როგორც ყველა ამბავს, აგვისტოს ომსაც ჰყავს თავისი გმირები და ანტიგმირები.
მაშინ როცა შინდისთან 22-ე ბატალიონმა მტრის რამდენიმე წუთით შესაჩერებლად თავი გასწირა, როცა ანწუხელიძეს აწამებდნენ, როცა საქართველოს პატრიარქი დახოცილ ჯარისკაცთა გადმოსვენებაზე ზრუნავდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან საცობები იყო... ქართული ელიტა ქვეყნიდან გარბოდა. მათ შორის იყვნენ მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომელთა სიაც მოგვიანებით გავრცელდა.
„დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ იმ ადამიანთა ჩამონათვალს, რომლებმაც ომის დროს სამშობლო მიატოვეს:
გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს 04:30 საათზე, დაბრუნდა 9 აგვისტოს;
დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს, კვლავ დატოვა 15 აგვისტოს;
კანდიდ კვიციანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს;
კობა ნაყოფია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 7 აგვისტოს და აგვისტოში არ დაბრუნებულა;
გოჩა მამაცაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, 05:00 საათზე, დაბრუნდა 12 აგვისტოს;
ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;
დიმიტრი გვინდაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2011 წ. ფინანსთა მინისტრი) - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;
ლევან მჭედლიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი) - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;
რომან მარსაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;
გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
ურუზმაგ ქარქუსოვი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრი - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
ბაკურ კვეზერელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
გიორგი მელაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 9 აგვისტოს, 16:00 საათზე;
ნინო კალანდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, 12:30 საათზე, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;
კობა სუბელიანი, პარლამენტის წევრი (2008 წლის ნოემბრიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი) - საქართველო დატოვა 10 აგვისტოს;
გიორგი ღვინიაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - 11 აგვისტოს ვალედან გადავიდა თურქეთში;
გოგი ლიპარტელიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 12 აგვისტოს, 15 აგვისტოს სადახლოდან გადავიდა სომხეთში;
მერაბ სამადაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 12 აგვისტოს, 00.02 საათზე, ავტომანქანით სომხეთში გადავიდა; დაბრუნდა 12 აგვისტოს შუადღისას;
პაატა ლეჟავა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საქართველო დატოვა 12 აგვისტოს;
თამარ კოვზირიძე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველოში დაბრუნდა 14 აგვისტოს;
ჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - 11 აგვისტოს სარფის საზღვარი გადმოკვეთა თურქეთიდან;
გოდერძი ბუკია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - 11 აგვისტოს გადმოვიდა წითელი ხიდით საქართველოში.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
როგორ იქცა ლავასოღლი ბელორუსული კრიმინალური სამყაროს ლეგენდად
ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი