Digest Logo

34 წლის მამაკაცი ბავშვთან ერთად აივნის გარეთა მხარეს გადაძვრა და გადახტომით იმუქრება - ის ყვირის, რომ ცოლმა უღალატა

1626171638
გადმოხტომა

რუსეთში, ქალაქ ირკუცკში 34 წლის მამაკაცი 3 წლის შვილთან ერთად აივნის გარეთა მხარეს გადაძვრა და გადახტომით იმუქრება.

როგორც რუსული მედიასაშუალებები წერენ, მამაკაცი შვილთან ერთად უკვე საათზე მეტია, აივნის გარეთა მხარეს იმყოფება.

"სად არის ჩემი ცოლი?" - ამ შეძახილებით მამაკაცი მეუღლის მოსვლას ელოდება. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ყვირის, რომ მას ცოლმა უღალატა.

ცოლ-ქმრის განქორწინების პროცესი გუშინ დაიწყო, რის შემდეგაც მამაკაცმა მეუღლეს მესიჯი მისწერა : "ნახავ რა სიურპრიზი მოგიმზადე. პირდაპირ ეთერში განახებ, როგორ მოვკვდებით."

ადგილზე მობილიზებული არიან გადაუდებელი დახმარების სამსახურის წარმომადგენლები. ისინი ცდილობენ, მშვიდად იმუშაონ, რათა მამაკაცი არ შეაშინონ და მის მიერ მკვეთრი მოძრაობების პრევენცია მოახდინონ.

მამაკაცთან მოლაპარაკებების გასამართად ფსიქოლოგიც მივიდა. სამართალდამცველები კი სახლთან მისი მეუღლე მიჰყავთ.

❗ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: შემზარავი კადრები - გოგონები, საქანელაზე ქანაობის დროს, ხრამში გადაცვივდნენ

თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში დიტო ტატიშვილის სახელობის აუზი დადგეს

შესაძლებელია თუ არა მკერდის გაზრდა ან დაპატარავება ვარჯიშით და თვეში რამდენი კილოს დაკლება ითვლება ნორმად - რჩევები ფიტნეს ინსტრუქტორისგან

წყარო: rustavi2.ge