Digest Logo

თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში დიტო ტატიშვილის სახელობის აუზი დადგეს

1626167940
დიტო ტატიშვილი

2018 წლის 5 ივლისს, თბილისში დიდი დიღმის ერთ-ერთ კორპუსში, იზნესმენმა დიმიტრი ტატიშვილმა ბავშვებისთვის დიდი საცურაო აუზი დადგა. ამ ფაქტმა მთელი საქართველო აალაპარაკა. ბავშვებისა და მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

იმავე წელს, დიმიტრიმ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა, თუმცა აუზთან დაკავშირებით მისი სამაგალითო საქციელი დღემდე გრძელდება. ახლახან აკა სინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის შინაარსის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ დიტო ტატიშვილის სახელობის აუზი თბილისში ამ ზაფხულსაც დადგეს.

„როგორც ყოველ წელს, უკვე ტრადიციულად. ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ბავშვებს გასაშლელი აუზი დავუდგით

ამაზე მაგრად, თბილისში მყოფ ბავშვებს ვერაფრით გაახარებთ. 10-10 ლარი რომ შეკრიბოთ კორპუსებში მეზობლებმა და უყიდოთ, ბავშვებს ისე გააბედნიერებთ, მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ

ეს ამბავი ეძღვნება დიტო ტატიშვილის ხსოვნას, რომელმაც პირველად დაუდგა ბავშვებს ეზოში აუზი და დაიწყო ტრადიცია, რომელიც დიიიდხანს გაგრძელდება“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ამ ქვეყანაში ჯობია არ მოკვდე, თორემ ნაწლავებსაც კი გადმოგიტრიალებენ და გვამზე იცეკვებენ“ - ბაია პატარაია

რა აკავშირებს ამირან გამყრელიძეს ლექსოს ოჯახთან?

შესაძლებელია თუ არა მკერდის გაზრდა ან დაპატარავება ვარჯიშით და თვეში რამდენი კილოს დაკლება ითვლება ნორმად - რჩევები ფიტნეს ინსტრუქტორისგან