დღეს, 13 ივლისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ორგანიზაცია „ქართული იდეის“ ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი ესწრებოდა.
გია კორკოტაშვილი ერთ-ერთია იმათგან, ვინც თბილისში ლგბტ თემის მიერ დაორგანიზებულ ღირსების მარშს ეწინააღმდეგებოდა და მისი მოწოდებებით შეგულიანებული ახალგაზრდები სექსუალურ უმცირესობას ფიზიკურად უსწორდებოდნენ ხოლმე.
ამჯერად „კორკოტას“ თანამოაზრეებმა ჟურნალისტებზე იძალადეს. დღეს მედიის წარმომადგენლებმა გია კორკოტაშვილს ჰკითხეს განიცდის თუ არა სინდისი ქენჯნას, როგორც ქრისტიანი ადამიანი, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.
საპასუხოდ კორკოტაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანის დაღუპვა სამწუხაროა. რაც შეეხება 5 ივნისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებდა.
„ღმერთმა აპატიოს და შეუნდოს ყველა ცოდვა. სამწუხაროა ადამიანის გარდაცვალება. რაც შეეხება 5 ივნისის მოვლენებს მაგ თემაზე დასმულ კითხვებს არ ვუპასუხებ“, - განაცხადა გია კორკოტაშვილმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
VIDEO: რა ხდება ამ წუთებში ლექსო ლაშქარავას სახლთან
„ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა!დროა ვიმოქმედოთ“ - კულუმბეგოვი