„TV პირველის" ოპერატორს, დღეს 15:00 საათზე, დაკრძალავენ. ამ წუთებში, გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან ჟურნალისტები და ოპერატორები არიან შეკრებილები და მეგობარს უკანასკნელ გზაზე აცილებენ.
ფოტოებს და ვიდეოს ლექსო ლაშქარავას სახლიდან ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.
ლექსო ლაშქარავას იოსელიანის ქუჩა #37-დან, 15:00 საათზე გამოასვენებენ.
მედიამენეჯერები და ჟურნალისტები ლექსოს სახლიდან სასაფლაომდე მსვლელობით მივლენ.
შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.
⭕აგრეთვე წაიკითხეთ:
„ეს ბრაზი სად წავიღო“ - გარდაცვლილი ოპერატორის ცოლის პირველი კომენტარი
VIDEO: თამარ გაბუნიას ჟურნალისტებმა საუბარი შეაწყვეტინეს - რა მოხდა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე