უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საკითხს ეხმაურება.
„ამ ქვეყანაში - „საქოცეთში“ გაშავების მარტო სამი გზა იციან:
1. გეი ხარ
2. ნარკამანი ხარ
3. ბოზი ხარ (მხოლოდ ქალების შემთხვევაში)
ამ ქვეყანაში ჯობია არ მოკვდე, თორემ ნაწლავებსაც კი გადმოგიტრიალებენ და შენ გვამზე იცეკვებენ.
ჩემი ღრმა და გულწრფელი პატივისცემა ლექსო ლაშქარავას. ის 5 ივლისს მოხვდა ჩემი თვალთახედვის არეალში როგორც სამაგალითო ადამიანი, ჟურნალისტი და აქტივისტი.
მე ვამაყობ ლექსოთი
მე ვიბრძოლებ“,- წერს პატარაია.
აგრეთვე წაიკითხეთ: