Digest Logo

ტრაგედია ლევან ვასაძის ოჯახში - „ეს განსაცდელი და მისით გამოწვეული ჩემი კიდევ უფრო დაუძლურება, სცდება მოვლენების ჩვეულ დინებას“

1642085172
ლევან ვასაძე

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „Levan Vasadze for Georgia“ ნიკა ასათიანი ბიზნესმენის და პოლიტიკური ორგანიზაცია, „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებლის - ლევან ვასაძის ტრაგედიაზე წერს. როგორც პოსტიდან ირკვევა, ლევან ვასაძეს მამა გარდაეცვალა.

ემოციურ პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„გიორგობას აქეთ დღემდე ვეღარ გავაგრძელე „უძლურის დღიურის“ წერა, რაც მამის გარდაცვალებითა და ჩემი მდგომარეობის უკიდურესი დამძიმებით იყო გამოწვეული.

ის, რომ მე ამ დღიურს ხაზოვნად და ევროპულად ვერ დავწერდი, თავიდანვე ცხადი იყო ჩემთვის და ამ ნაწარმოების საწყის თავებში ამისათვის წინასწარ შენდობაც ვთხოვე საზოგადოებას, მაგრამ ეს განსაცდელი და მისით გამოწვეული ჩემი კიდევ უფრო დაუძლურება, რა თქმა უნდა, სცდება მოვლენების ჩვეულ დინებას და აქედან გამოსვლაც და ამის გააზრებაც აწი ჩემი კიდევ ერთი ამოცანაა.

ამ ჩემს განსაცდელს მე აქ ვნებითი ხატოვანებითა და სიღრმით ვერ აღვწერ, უბრალოდ, ცოტა ძუნწად დავწერ და მიმხვედრი თავისით მიხვდება დანარჩენს.

ნებისმიერი ადამიანისათვის მამის დაკარგვა უღრმესი დარტყმაა, მით უმეტეს - ჩემისთანასი.

22 წლის იყო მამა, როდესაც მისსავე დაბადების დღეზე, 1970 წლის 20 დეკემბერს, მე გავუჩნდი საჩუქრად. იმავე წელს მამა, სამ ადამიანთან ერთად, მთაში მოწყდა კლდიდან, თოკში ჩაბმული: მისი მეგობრები დაიღუპნენ, მამა კი, 3 დღე კომაში იყო და როდესაც გონს მოეგო, უმძიმესი ფორმის შეძენილი დიაბეტი აღმოაჩნდა“,- წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „ბოლომდე უყურეთ“ - ნახეთ, რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

🔵საქართველო რეზო ამაშუკელს დაემშვიდობა - 85 წლის პოეტი საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

🔵„აცრილ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები არ შეიძლება“ - გიორგი ფხაკაძე

🔵„მადლობა მამა ნიკოლოზს, მისი ლოცვით დედა დავიბრუნე და ბედნიერი ვარ“ - რა სასწაულზე წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი

🔵„ათას @ლეობებს პოსტავენ… ჩემს ფეხებს ეწვევით, ორი წელია რემონტზეა და დაკეტილია” – რას წერს დათო ლიკლიკაძე