დღეიდან კარმული კვანძები ადგილმდებარეობას იცვლიან. აღმავალი კვანძი კუროში გადადის, დაღმავალი კი მორიელში, ანუ კარმული ცვლილებების პერიოდი იწყება.
თუ რა ტენდენციებს დაუკავშირდება მთვარის კვანძების კუროსა და მორიელში გადასვლა - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„2022 წლის 18 იანვარს მთვარის აღმავალი-ჩრდილოეთ კვანძი (რაჰუ) კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს. შესაბამისად მთვარის დაღმავალი-სამხრეთ კვანძი (კეტუ) - მორიელის ნიშანში გადავა. რაჰუ - ტყუპიდან კუროში გადავა, ხოლო კეტუ შესაბამისად - მშვილდოსნიდან მორიელში (კვანძები რეტროგრადულად, ანუ უკან მოძრაობენ და სწორედ ამიტომ ხდება ასე). ასტროლოგიური თვალსაზრისით მთვარის კვანძები ერთმანეთისგან ყოველთვის საპირისპირო პოზიციაში იმყოფებიან, სწორედ ამიტომ მთვარის კვანძები ერთდროულად შეიცვლიან პოზიციებს.
/ასტროლოგიაში მთვარის კვანძები კარმულ პროგრამაზე, პროგრესსა და რეგრესზე, ევოლუციურ და ინვოლუციურ გზაზე მიანიშნებს/
- რა იყო -
მთვარის კვანძების ტყუპ-მშვილდოსანში მოძრაობა მიანიშნებს იმ იდეებზე, კონცეფციებზე, მსოფლმხედველობაზე, რომელიც დაახლოებით ბოლო 1,5 წლის განმავლობაში ვითარდებოდა მსოფლიოში. ეს დაახლოებით 2020 წლის გაზაფხულიდან - ამ პერიოდამდე დაწყებული პროცესებია.
ბუნებრივია, პირველ რიგში რაც გაგვახსენდება, ეს არის კოვიდი, პანდემია და ამის ნიადაგზე შექმნილ-განვითარებული მსოფლმხედველობა. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 1,5 წლის განმავლობაში რეალურად შეიცვალა მსოფლიო. შეიცვალა ადამიანების მსოფლმხედველობა და მათ მოუწიათ „ახლებურად აზროვნების“ დაწყება. ბევრი რამის შესწავლა და ბევრ სიახლესთან შეგუება.
მთვარის კვანძების ეს ციკლი დაუკავშირდა ინფორმაციას, ურთიერთობებს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს.
- რა იქნება -
2022 წლის 18 იანვრიდან დაიწყება დაახლოებით 1,5 წლიანი პერიოდი, რომელიც განსხვავებულ კარმულ პროგრამებს მოიტანს. ეს დაუკავშირდება მატერიალურ ფორმებს და უპირველესად, ფინანსურ სფეროს.
თუ ტყუპი-მშვილდოსნის ღერძი - ეს არის კომუნიკაცია და ინფორმაცია, კურო-მორიელის ღერძი - ეს არის მატერია და ფინანსები. აქედან გამომდინარე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით წინ წამოიწევს ფინანსური საკითხები. მოსალოდნელია მთელი რიგი ქვეყნები, ორგანიზაციები, კომპანიები სერიოზული ფინანსური გამოწვევების წინაშე დადგნენ. ეს არ იქნება მხოლოდ ფინანსები. ეს იქნება მთლიანობის, ფორმების შესაძლო ცვლილებები და ამ კუთხით გეოპოლიტიკური რყევები.
როდესაც მთვარის კვანძები კურო-მორიელში გადადიან - იშლება ძველი ფორმები და იქმნება ახალი. უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ფინანსებს, ეკონომიკას არ ეხება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარკვეულწილად ეს უკავშირდება პოლიტიკასაც. აქედან გამომდინარე, უახლესი 1,5 წლიანი პერიოდი ბევრ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ფორმას საფრთხეს შეუქმნის და რომელი ფორმაც ამ პერიოდში შექმნილ გამოწვევებსა და კრიზისებს ვერ გაუძლებს, უბრალოდ ჩამოიშლება. ეს არის მოძველებული და დასუსტებული ფორმების ნგრევისა და ახლის, გაცილებით მტკიცე და ძლიერი ფორმების შენების პერიოდი.
მოხდება ბევრი ფასეულობის გადაფასება და გარდაქმნა.
არ არის გამორიცხული ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ეკოლოგიური კატასტროფაც ვიხილოთ.
- წინა ინგრესია -
საინტერესო იქნება თუ მთვარის კვანძების კურო-მორიელში წინა ინგრესიას გადავხედავთ. ეს იყო 2003 წლის აპრილიდან - თითქმის 2004 წლის ბოლომდე.
2003-04 წლები მთელი მსოფლიოს და ასევე საქართველოს მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აქ იგულისხმება როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე ფინანსური და ეკოლოგიური საკითხებიც კი. თუ გადავხედავთ ამ პერიოდს, აღმოვაჩენთ, რომ როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით დასრულდა ერთი ფორმა (წესრიგი) და განსხვავებული ფორმები შეიქმნა. სწორედ მსგავსი ტენდენციების ალბათობა იქნება მაღალი 2022 წლის 18 იანვრიდან - 2023 წლის 18 ივლისამდე.
- ვისთვის იქნება მნიშვნელოვანი -
👉 ზოდიაქოს ნიშნებიდან, ცხადია უპირველესად მნიშვნელოვანი იქნება კუროს და მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. მათთვის იწყება კარმული პერიოდი და მათ ამ 1,5 წლიან პერიოდში ახალი რეალობის ფორმირება, „ძველის“ დასრულება და „ახლის“ დაწყება მოუწევთ.
👉თუმცა ზემოთ აღნიშნული ტენდენციები მხოლოდ კუროებისა და მორიელების ცხოვრებაში არ განვითარდება. არა ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც პირად ჰოროსკოპში კუროს ან მორიელის ზოდიაქოში განთავსებული აქვთ ასცენდენტიც (ისინი დაიწყებენ ასევე ახალ ციკლს - დაასრულებენ ძველ კარმულ პროგრამებს და დაიწყებენ ახალ).
👉 შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იქნება, ვისაც პირად ჰოროსკოპში კუროში ან მორიელში განთავსებული აქვთ მთვარე ან სტელიუმი (რამდენიმე პლანეტის შეერთება).
👉მთვარის კვანძების ეს ციკლი კარმული ცვლილებების თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანი იქნება შემდეგ პერიოდებში დაბადებული ადამიანებისთვის:
5.03.1938 - 11.09.1939
3.08.1947 - 25.01.1949
5.10.1956 -16.06.1958
19.02.1966 - 19.08.1967
10.07.1975 - 7.01.1977
11.09.1984 - 9.05.1986
1.02.1994 - 31.07.1995
15.04.2003 - 26.12.2004
30.08.2012 - 8.02.2014“, - წერს რამაზ გიგაური.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა