„გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში არ უნდა გადაეყვანათ“, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი არ იყო სრულად რეაბილიტირებული, გადაიყვანეს ისევ იმ დაწესებულებაში, რომლის წინააღმდეგიც ექიმებიც იყვნენ და პირადად თვითონაც. ჩვენ არ ვიცით რას იზამს მიხეილ სააკაშვილი. თუ მან, ღმერთმა დაიფაროს და დაიწყო ისევ შიმშილობა, მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმა, ეს ძალიან მძიმედ აისახება მის ჯანმრთელობაზე. ჩვენ ვიცით, რომ იქ არ არის 24-საათიანი დაკვირვება სამედიცინო, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება“, - აცხადებს გიორგი გრიგოლია.
შეგახსენებთ, სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.
ასევე დაგაინტერესებთ👇