რამდენიმე საათში ახალი 2022 წელი დადგება. ქართველი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მას სიხარულითა და მადლიერებით შეეგებება. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით ადამიანებზე, რომლის ოჯახის წევრები 2021 წელს ტრაგიკულად დაიღუპნენ. მათთვის ცხოვრება გაჩერდა, ყველაფერმა აზრი დაკარგა, ისინი ყოველ დღე სიკვდილს ნატრულობენ და საყვარელი ადამიანების მონატრებით იტანჯებიან...
დიახ, მათ არასოდეს დაავიწყდებათ წელი, რომელმაც მათ გულებს სამუდამო დაღი დაასვა და მოუშუშებელი ტკივილი დაუტოვა. ვფიქრობ, არც ჩვენ, საქართველოს უბრალო მოქალაქეებს არ უნდა დაგვავიწყდეს ის ტრაგედიები, რომლის დროსაც საზოგადოება გაერთიანდა, განურჩევლად წარმომავლობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა.
„დაიჯესტი“ კიდევ ერთხელ ეცდება შეგახსენოთ უმძიმესი დღეები, რომლებიც 2021 წელს საქართველოში მოხდა.
პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ 8 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ტრაგედია, რომელიც ბათუმში მოხდა. 26 მაისის ქუჩაზე რამდენიმე სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის იყო სამი ბავშვი. ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება დღე, როდესაც 30 წლამდე ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა. ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ აცრის გაკეთების შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, საზოგადოებას მისი შეხედულებები აცნობა პანდემიასთან დაკავშირებით და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ძალიან რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის შენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი პიროვნებაა. ქართველი ხალხი კარგად იცნობდა ახალგაზრდა ოპერატორს, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს დავკარგეთ. ალბათ მიხვდით, ვისზეც ვსაუბრობთ. დიახ, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, რომელიც დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.რას იტყვით მომენტზე და რა სიტყვებით გაამხნევებთ დედას, რომელსაც შვილი მოუკვდა. თან თუ ის შვილი მხოლოდ 3 წლისაა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 12 ნოემბერს ბაღის მოსწავლე ტრაგიკულად გარდაიცვალა. მან ლურსმანი გადაყლაპა.
თეთრი კაბა, სადედოფლო მაკიაჟი, მილოცვები და დაუვიწყარი დღე ალბათ ყველა პატარძლის სანუკვარი ოცნებაა. ყველას გაგვიგია ტრაგიკული ისტორიები, როდესაც ქორწილის დღეს ნეფე-პატარძალი გარდაცვლილა, თუმცა ის, რაც მელანოს გადახდა, ყველას ტკივილია. 28 წლის მელანო ფუტკარაძე ქორწილის წინა დღეს გარდაიცვალა. ის სადედოფლო კაბით დაკრძალეს.
სკოლის დასრულება და მასთან დაკავშირებული საზეიმო განწყობა ყველა მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია. 12-ე კლასის დახურვას როგორც წესი ბოლო ზარი ახლავს, რომელიც სამწუხაროდ ხშირად სრულდება საბედისწეროდ. ირაკლი თოფაძის ოჯახისთვის ეს დღე ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ახალგაზრდა ბიჭი სკოლის დამთავრებას ვერ მოესწრო. 20 აპრილს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ აჯამეთში მე-12 კლასის მოსწავლე, ირაკლი თოფაძე ჩქაროსნულმა მატარებელმა გაიტანა და მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის ადგილზე გარდაიცვალა. 27 ნოემბერი ტრაგიკული აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვისი ოჯახის წევრებიც ტყიბულში ქვანახშირის კარიერის ჩამოშლას ემსხვერპლნენ.ყველასთვის მოულოდნელი და გასაკვირი აღმოჩნდა დღე, როდესაც კახეთში, წინანდალში, ოლიმპიური ჩემპიონის და ყოფილი ოცნების დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური მის ორ თანმხლებ პირთან, ერთად ჩაცხრილეს.
უთანხმოებით დაწყებული დაპირისპირება მხოლოდ მოზარდებში არ ხდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან და ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ. ერთ-ერთი ასეთი ტრაგიკული შემთხვევა 2021 წლის 11 დეკემბერს მოხდა, როდესაც 15 წლის დავით კრავეიშვილი ჰუდის გამო დაწყებულ კონფლიქტს ემსხვერპლა.ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს, თუმცა ფაქტმა, რომელიც თბილისში, ვარკეთილში 22 დეკემბერს მოხდა, სრულიად ერი შეძრა. ახალგაზრდა კაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა. ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„სიკვდილის გზა არ რა არის ვარდისფერ გზის გარდა“ - დიდი ადამიანები, რომლებმაც 2021 წელს დაგვტოვეს
მოდი, დავიწყოთ ყველაზე ხმაურიანი ამბებით - სამთავრობო ცვლილებები, რომელიც 2021 წელს განხორციელდა
2021 წლის ყველაზე რეიტინგული ამბები, რომლებმაც მკითხველის გული დაიპყრო