ლაშა ბექაურის პირველი მწვრთნელი კახა წიკლაური ოლიმპიური ჩემპიონის ბავშვობას Sport4me.ge-სთან იხსენებს და ამბობს, რომ ლაშა სპორტული ჟინითა და მებრძოლი სულით პატარაობიდან გამოირჩეოდა.
„ისევ შოკში ვარ და ვერ გამოვდივარ. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ლაშა ჩემთან რომ მოვიდა, წონით პატარა და სუსტი იყო, მაგრამ თავიდანვე ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა. პატარაობაში შეჯიბრებაზე რომ მიმყავდა ხოლმე, ისეთ მოწინააღმდეგეს, რომელსაც ყველა უფრთხოდა და ყველას ეშინოდა მასთან ჭიდაობა, ლაშას პირიქით, მისი დამარცხება სწყუროდა. ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ჭაბუკების ტურნირზე ერთი ისეთი მეტოქე იყო, ვისაც ვერავინ უგებდა და ყველას ეშინოდა მასთან ჭიდაობა. ლაშა მასზე პატარა იყო ასაკით, თუმცა მაინც წავიყვანე ამ შეჯიბრზე და იმ ბავშვს ისეთი დამართა, ძიუდო შეაძულა. მანდ წამომივიდა პირველად ლაშას გამო სიამაყის ცრემლები.
ოლიმპიადა დიდი ტრავმით იჭიდავა, მაგრამ პირველ ბრძოლაში ტატამზე ისეთი შემართებით გავიდა, ვიცოდი ჩემპიონი გახდებოდა.
ეს ყველაფერი არაა, ამ ბიჭს კიდევ უფრო მეტის პოტენციალი აქვს“, – ამბობს კახა წიკლაური.
VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებული ლექსი - ვის მიუძღვნა ლექსი ძიუდოისტმა?
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს
წყარო: sport4me.ge