ქართულ ნაციონალურ ბალეტ "სუხიშვილებს" უკრაინაში 42 კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი. ანსამბლის ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი გუშინ ფეისბუკზე წერდა, რომ პოლონეთის წარმატებული ტურნეს შემდეგ, უკრაინის 35 ქალაქში, კონცერტების ჩასატარებლად მიემგზავრებოდნენ.
უკრაინაში განვითარებული მძიმე მოვლენებიდან გამომდინარე, „სუხიშვილებზე“ სიახლის გასაგებად, „პრაიმტაიმი“ ანსამბლის აღმასრულებელ მენეჯერს, ხატია ეკიზაშვილს დაუკავშირდა.
ხატია ეკიზაშვილი: ანსამბლი ამჯერად ქალაქ ლუცკში, ჯერჯერობით, სასტუმროში იმყოფება. დღეს უნდა ჰქონოდათ ლუცკში კონცერტი.
მე ვეკონტაქტე ნინო სუხიშვილს. ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, რას და როგორ აპირებენ, უცნობია. დავეკონტაქტებით ჩვენს ელჩს, იქაურ პროდიუსერებს. საჰაერო სივრცე დაკეტილია, გამოფრენა შეუძლებელია. ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით. რჩებიან ლუცკში, სასტუმროში.
ქალაქი ლუცკი სტრატეგიული მნიშვნელობის წერტილია. როგორც ვიცი, მისი აეროპორტი დაიბომბა. როგორც ჩვენებმა მითხრეს, აფეთქებების ხმა ესმოდათ. ვინაიდან ლუცკი დასავლეთ უკრაინაშია, მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
🔵ოდესის ოლქში რუსულ დაბომბვას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
წყარო: primetime.ge