ქორეოგრაფი თეა დარჩია „სარკესთან" კორონავირუსზე საუბრობს. მან ის მძიმე პერიოდი გაიხსენა, როდესაც თავად იყო ინფიცირებული. ამბობს, რომ ის ცეკვით გადარჩა.
„დიდი შიშით სავსე დროის ათვლა დაიწყო 2020 წლიდან. მე, პირადად და ჩემი საქმის თანამონაწილენი ცეკვით გადავრჩით, რაღაც დროის მონაკვეთი, როცა მთლიანად შეწყვეტილი გვქონდა საქმიანობა, ყველაზე მძიმე გადასატანი იყო. მე ენერგიას მაძლევს ცეკვა, როცა არ ვმუშაობ, მაშინ ვარ ცუდად. რაც შეეხება კოვიდს, ვიყავი ინფიცირებული. ეს არის უჩვეულო და უცნობი დაავადება, აშკარად ხელოვნურად შექმნილი ვირუსია, რომელიც დადის ორგანიზმში და ეძებს სუსტ ადგილებს, რომ მასზე მიიტანოს იერიში და საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს. ჯერჯერობით პრევენცია მხოლოდ ვაქცინაა და რეგულაციების დაცვა. თავად მე იმდენად ალერგიული ვარ, არანაირი ვაქცინის გაკეთება ჩემთვის არ შეიძლება. ხელმეორედ დაინფიცირებას უფრო გადავიტან, ვიდრე ვაქცინით გამოწვეულ ალერგიულ შოკს. როგორც უმრავლესობას, მეც ფინანსური ვალდებულებები მაქვს ბანკებისა და სახელმწიფოს წინაშე. მადლობა უფალს, იმდენი მოსწავლე მყავს, როგორღაც ვფარავ ამ ვალდებულებს, ანუ ვშრომობ მხოლოდ ბანკისთვის და სახელმწიფოსთვის. არასდროს გავჩერებულვარ, ვცდილობ ცეკვით და შრომით გადავარჩინო და გავაძლიერო ის დიდი სიყვარული, რაც ასე გვაკლია“,- აცხადებს თეა დარჩია „სარკესთან“ საუბრისას.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ულამაზესი საღამო გამოვიდა... ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს ნუ დაუდებთ" - რას წერს ლაშა ბექაურის დედა