ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული ზვიად თავდგირიძე საავადმყოფოდან გაწერეს.
კლინიკა „მედცენტრში“ იგი 16 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
პაციენტის გაწერის შესახებ ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.
სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ზეცაში არიანო, ჩუმად გადის და ტირის... ღმერთს მადლობა, ერთი შვილი დამიტოვა“ - ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული დათა შომახიას მამა
🔵VIDEO: ვინ შეუკერა ნატო გელაშვილის რძალს საპატარძლო კაბა, რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს
🔵„არავითარი ინფორმაცია არ მქონია, რომ საქართველოში იყო“ - გიული ალასანიას პირველი კომენტარი
🔵„ვიცოდი რომ ფ...უს სიყვარული დაღუპავდა მაგას“- რას წერს ფარულავა სააკაშვილზე?