Digest Logo

ბათუმში ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

1633738554
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მაშველებმა სამი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სამი გარდაცვლილიდან ერთი ბავშვი და ორი მამაკაცია.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

ადგილზე სამაშველო ღონისძიებები 15 საათზე მეტია გრძელდება.

ინფორმაციისთვის, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.

უშუალოდ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა სულ 6 ადამიანი გამოიყვანეს. ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო 4 ადამიანი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵„კორპუსების დანგრევა რუსული სივრცის პოლიტტექნოლოგიაა“ - ჟურნალისტი

🔵„ცოცხლად დამაჭერინა თქვენი თავი და შემაგდებინა საქათმეში“ - რას წერს ბესო ჩუბინიძე

🔵ვინ არის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი

🔵„გულის გაჩერებით შემოიყვანეს“ – ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა