ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალი ინგა მეკეიძეა. ის კორპუსში, ორ მცირეწლოვან შვილთან და მაზლთან ერთად იმყოფებოდა.
ამ დროისთვის, ბავშვები ნანგრევებიდან ჯერ არ ამოუყვანიათ.
ინგა მეკეიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
სამაშველო ოპერაციაში, ამ დროისთვის, 300 მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია ჩართული.
ისინი ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას უკვე 8 საათზე მეტია ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.
მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გულის გაჩერებით შემოიყვანეს“ – ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა
🔵VIDEO: „შოკურ მდგომარეობაში იყო...“ - ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს
🔵„დედას 20 დღის ჩვილი ხელში ეჭირა, წლის და 3 თვის ბავშვი კი მანქანაში იყო“ - რას ჰყვება თვითმხილველი
წყარო: plus.kvira.ge