სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამუნა თანდაშვილი თავის გვერდზე პოსტს აქვეყნებს. ამბობს, რომ საუბარი ჯერ არ შეუძლია, თუმცა ექიმების მონდომებითა და ყურადღებით შედარებით უკეთ გრძნობს თავს.
„არავის ჭკუის დამრიგებლად არ გამოვდგები, მიყვარს სიცოცხლე და მინდა ჩემს გარშემოც სიცოცხლე ჩქეფდეს.
ვიბრძვი გადარჩენისთვის! დავბლოკე შიშები, დამინული ბომბები, ნერვიული აშლილობა. ბევრად იმაზე სუსტი ვარ ვიდრე თქვენ გგონიათ, მაგრამ მოდის დიდი ენერგია. რამდენი კეთილი სიტყვის ადამიანი ხართ, როგორ მეხმარება ეს სიკეთე. როგორი მადლობელი ვარ თქვენი.
იცოდეთ:
-რეანიმაციაში უმეტესწილად არიან აუცრელი პაციენტები
- ახალი შტამი არის ვერაგი, უცბად მძიმდება
- ექიმების მონდომებით და ყურადღებით ოდნავ უკეთ ვარ
- ლაპარაკი არ შემიძლია ჯერ კიდევ
- არ გაშინებთ, უბრალოდ არ მოხვდეთ აქ. გთხოვთ აიცერით", - წერს თამუნა თანდაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„არ აჰყვეთ და არ უსმინოთ ... თურმე კოვიდი კონცერტებიდან აქტიურდება" - რას ამბობს ლექს სენი