Digest Logo

დანაშაულის სისრულეში მოყვანისთვის მკვლელობის დამკვეთმა 20 ათასი დოლარი გადაიხადა - ახალი დეტალები შატალოვას საქმეში

1635056207
ვ

27 წლის ქალის მკვლელობის შემდეგ კვლავ დავის საგანია, ვის ეკუთვნის 2 წლის ბავშვზე მეურვეობის უფლება. მეურვეობის მულტიფუნქციური საბჭოს გადაწყვეტილებით უფლება ბავშვის მამას, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, ზურაბ ბერიძეს გადაეცა, თუმცა ამას ანასტასია შატალოვას ოჯახი აპროტესტებს.

„კურიერითან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბერიძის მიმართ ისმის ბრალდებები ძალადობის ფაქტებზეც. ბრალდებებს უკვე უპასუხა ბერიძის ადვოკატმაც, რომელიც მტკიცებულებებს და დადასტურებას მოითხოვს.

მკვლელობის დამკვეთობაზე გავრცელებულ ვერსიას ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ისევ კატეგორიულად უარყოფს. ზურაბ ბერიძემ გამომძიებლებს ჩვენება უკვე მისცა, გაჩხრიკეს მისი სახლიც.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების გარდა, რომლებიც ქილერებად მოიაზრებიან, მოკლულის ოჯახი სხვა პირების დაკავებას აანონსებს.

შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე გამოძიებაც მუშაობს. საქმის მასალებში, ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია" ფიგურირებს, რომელიც დანაშაულთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, მკვლელობის დამკვეთმა სწორედ ბარათელს სთხოვა ქილერების მოძიება. „კურიერის" ინფორმაციით, დანაშაულის სისრულეში მოყვანისთვის, მკვლელობის დამკვეთმა 20 ათასი დოლარი გადაიხადა. ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლეს. დაკავებული 3 პირი განზრახ მკვლელობის ბრალს უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული ზვიად თავდგირიძე საავადმყოფოდან გაწერეს

🔵„ზეცაში არიანო, ჩუმად გადის და ტირის... ღმერთს მადლობა, ერთი შვილი დამიტოვა“ - ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული დათა შომახიას მამა

🔵„დემეტრე ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანია ვისაც ვიცნობ“ - როგორ მიულოცა ალექსანდრა პაიჭაძემ შვილს დაბადების დღე

🔵VIDEO: ვინ შეუკერა ნატო გელაშვილის რძალს საპატარძლო კაბა, რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს

წყარო: rustavi2.ge