პარტია „ერის“ ლიდერმა ლევან ვასაძემ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ვიდეო მიმართვას „ერთობა • რაობა • იმედი – ერი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ვასაძე აღნიშნავს, მკურნალობა გრძელდება, ამ ეტაპზე კი მან უკვე დაასრულა ქიმიოთერაპიის 8 კურსი.
„დასრულდა პირველი ეტაპი 2-თვიანი ქიმიოთერაპიის, 8 კურსი ქიმიის და სხვა პრეპარატების.
ეს მხოლოდ დასაწყისია ამ გზის. ექიმები კმაყოფილები არიან პირველი შედეგებით, როგორც ზედაპირული, ისე სიღრმისეული ანალიზების.
მესამე თვეში გაირკვევა უკვე შუალედური დინამიკა და იმედი მაქვს, რომ მეცოდინება კიდევ რამდენი ქიმია დამჭირდება და ვუახლოვდები თუ არა შემდეგ ეტაპს, რომელიც გულისხმობს ერთ ან სამამდე ძვლის ტვინის გადანერგვას.
მერე კიდევ რა იქნება არ ვიცით, ეს არის სტატუსი.
ყველას დიდი მადლობა ლოცვისთვის და მხარდაჭერისთვის, მე ვიბრძვი, მხნედ ვარ და მადლობას ვუხდი ღმერთს ამ საოცარი განსაცდელისთვის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. გაოცებული ვარ ამ მოგზაურობით, რომელსაც ახლა გავდივარ. რა იქნება ვნახოთ…“ - აღნიშნავს ლევან ვასაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ესაა სრული შოკი… მინუს 18-20 გრადუსში ჰყავთ პაციენტები რეანიმაციებში…“ - მედეა ადამია