Digest Logo

დედისთვის მოპარული ბრილიანტის ბეჭედი, მეგობარი ქალები და ცხოვრების რთული პერიოდი - დათუნა მგელაძის პირადი

1629377803
დათუნა მგელაძე

ქართველი ხალხი კარგად იცნობს ახალგაზრდა, სიმპათიურ და ყველასთვის სასურველ სასიძოს, დათუნა მგელაძეს. მისი შემოქმედება ძირითადად სასიყვარულო ისტორიებითაა მოცული. „ისევ შენ, ისევ მე, ისევ ჩუმი ვნება .... ისევ შენ, ისევ მე, დაგაბრუნე ჩემთან ..." - ეს სიტყვები დათუნას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერიდანაა.

დიახ, დღეს სწორედ ამ მომღერლის სკანდალურ პირადზე გიამბობთ.

 

დათუნა მგელაძე ხშირად საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე. ამჯერად, ის ბავშვობაზე „გზასთან"ალაპარაკდა.

ბავშვობა

საკ­მა­ოდ ჯი­უ­ტი ვი­ყა­ვი. იშ­ვი­ა­თად ვი­ცი­ნო­დი, სულ შუბ­ლშეკ­რუ­ლი დავ­დი­ო­დი და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, უკა­რე­ბაც ვი­ყა­ვი. მშობ­ლე­ბი, თით­ქმის, არას­დროს მიბ­რაზ­დე­ბოდ­ნენ. გა­გე­ბით ეკი­დე­ბოდ­ნენ ჩემს ბავ­შვურ სი­ცელ­ქეს. თა­ნაც, 90-ია­ნებ­ში რა შე­ნიშ­ვნა უნდა მი­მე­ღო, როცა შუქი ჩვენ არ გვქონ­და, გათ­ბო­ბა და ერ­თა­დერ­თი გა­სარ­თო­ბი ეზო­ში თა­მა­ში იყო. მშობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, ჩემ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნო­დათ. სხვა­თა შო­რის, ბავ­შვთან მე­გობ­რო­ბა საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნია - ეს ყვე­ლა მშო­ბელ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

- რო­გო­რი მოს­წავ­ლე იყა­ვი?

- ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ სკო­ლა­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მყავ­და. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და დღემ­დე ასეა. მათ დიდ პა­ტივს ვცემ, მუ­დამ ვე­ფე­რე­ბი... ალ­ბათ, პე­და­გო­გებს ვაბ­რა­ზებ­დი კი­დეც, მაგ­რამ უზ­რდე­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლას, ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი ნამ­დვი­ლად არ ვი­ყა­ვი. ბავ­შვო­ბი­დან სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და მთე­ლი ჩემი ფიქ­რე­ბი­ცა და ოც­ნე­ბე­ბიც მუ­დამ სცე­ნას უკავ­შირ­დე­ბო­და.

პირველი სიყვარული

- საბავშვო ბაღში შემიყვარდა გოგონა, რომელსაც ია ერქვა. ძალიან მომწონდა და მისი ხათრით დავდიოდი ბაღში. ჩემი დის სათამაშოებს ვიპარავდი და მისთვის მიმქონდა. მეორე შეყვარებულიც მყავდა, რომელსაც დედაჩემის ბრილიანტის ბეჭედი ვაჩუქე. ის გოგო ორ ბიჭს ერთდროულად გვიყვარდა. ვინაიდან ჩემმა მეტოქემ უბრალო ბეჭედი მიუტანა, ჩემი ჭკუით, „გადავუჯოკრე" და დედას სამკაული ამიტომაც მოვიპარე... თუმცა, რა თქმა უნდა, იმ გოგოს მშობელმა ბეჭედი დედას დაუბრუნა, რის გამოც თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი (იცინის).

- დედა არც ამის გამო არ გაგიბრაზდა?
- არა, საყვედური არ უთქვამს. ამ თემაზე ოჯახში ბევრს ხალისობდნენ (იღიმის).

ჯანსაღი ცხოვრების წესი და ალკოჰოლი

ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი აქვს, ძალიან დიდ პატივს ვცემ და მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ვივარჯიშო, ჯანსაღად ვიკვებო და ა.შ. ალკოჰოლს ნამდვილად ვეტანები (იცინის). მეგობრების წრეში გემრიელად ქეიფი მიყვარს, მაგრამ უაზროდ არასდროს ვსვამ. ბოლო დროს გადავწყვიტე, მხოლოდ ნატურალური ღვინო მივირთვა.

პირადი

ცნობილი მომღერალი, დათუნა მგელაძე შეყვარებულია. დიდი ხნის განმავლობაში დათუნა მარტოხელა იყო და ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მისი რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო ვიხილეთ. დათუნას მეორე ნახევარი ჟურნალისტი ნინო ფუტკარაძეა. მომხიბვლელი გოგონა ახლახან „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი გახდა და „კურიერის“ ჟურნალისტია. წყვილმა ერთობლივი ფოტო პირველად გამოაქვეყნა. ფოტოს უამრავი მოწონება ხვდა წილად. დათუნასა და ნინოს უწერენ, რომ ძალიან ლამაზი წყვილია.ცხოვრების ყველაზე დიდი მარცხი

- რას მიიჩნევ, შენი ცხოვრების მარცხად? და საერთოდაც, დამარცხებას იოლად ეგუები?
- დავმარცხდი მაშინ, როცა ავარიაში მოვყევი. თუმცა, ამ მარცხს თავადვე გაუმკლავდი, არ დავნებდი... ადამიანი დამარცხებას არ უნდა შეუშინდეს, ყურები არ უნდა ჩამოყაროს და დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეს. თუ იმაზე იფიქრე, როგორი უძლური ხარ, ამით კიდევ უფრო დააზიანებ საკუთარ თავს. ყოველთვის უნდა იცოდე, რა გინდა და აუცილებლად გაიმარჯვებ.

„ორივე ფეხი რკინის კონსტრუქციაში მქონდა. ეს რკინები ერთხელ ამომივარდა და კიდევ გამიკეთეს ოპერაცია. თითქმის ორი წელი ვიწექი. ზურგზე რომ ვწვები, ახლაც ნერვები მეშლება. ახლა ღიმილით ვიხსენებ, მაგრამ მაშინ, როცა მეუბნებოდნენ, რომ გაჭირვებას სიხარული მოსდევსო, ჩემთვის გამაღიზიანებელი იყო. ამის შემდეგ დავიწყე იმის გაკეთება, რაც ყველაზე კარგად გამომდის. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად დამავიწყდა… ადამიანი აბსოლუტურად ყველაფერს ეგუება“.

როგორც სოციალური ქსელებიდან ირკვევა, დათუნა მგელაძე კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილისა და მომღერალი რატი დურგლიშვილის ახლო მეგობარია.

ნინი ბადურაშვილის მხარდაჭერა


ალბათ გახსოვთ მომღერალი ნინი ბადურაშვილის სკანდალი. როცა მასზე ერთ-ერთი უარყოფითი კომენტარის ავტორს გარეგნობაზე მიუთითა, მომღერლის მიმართ უამრავი ცუდი კომენტარი დაიწერა სოციალურ ქსელებში. სწორედ ამ დროს დათუნა მგელაძე იყო ერთ-ერთი, ვინც ნინიზე დადებითად ისაუბრა და მომღერალს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„როგორ მინდა, ყველა გიცნობდეს, საუკეთესო ადამიანი ხარ ♥️ძალიან მიყვარხარ“, - წერდა დათუნა მგელაძე.ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵3 რჩეული გოგო, საცოლის მიტოვება, მაღალჩინოსანი მეჯვარე, 10 000-ლარიანი გირაო და სტიქაროსნობა - ლევან ჯიბღაშვილის სკანდალური პირადი

🔵მამობა 23 წლის ასაკში, რუსი ბიზნესმენის „პრივატულ“ საღამოზე აღებული 40 000 $ და სცენაზე გატარებული 35 წელი - მერაბ სეფაშვილის პირადი

🔵წარუმატებელი ქორწინება, მარტოხელა დედობა და ცნობილი ოჯახის შვილობა - მარიამ როინიშვილის პირადი