დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს საპატრიარქოში დაიბარეს - ამის შესახებ სასულიერო პირმა ინფორმაცია თავად გაავრცელა და წერილების ფოტო გამოაქვეყნა. მისი ვარაუდით საპატრიარქო მას დასჯის, შესაძლოა მღვდელმოქმედება შეუჩერონ, ან საერთოდ განკვეთონ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიიდან.
„გუშინ, 29 ივნისს იმეილზე მომსვლია მოსაყდრე შიოს ხელმოწერილი წერილი, ივნისის ბოლომდე ჩამოდი და გამოცხადდი საპატრიარქოშიო, დღეს 30 ივნისი, ხვალ უკვე ივლისია. ნორმალურები არიან, თუ ივნისს და ივლისს ვერ არჩევენ, საგონებელში ვარ.
სინოდის განჩინებაში ეწერა შეურაცხყოფა და ცილისწამება. ახლა რატომღაც ცილისწამება აღარაა წამოყენებული ბრალად, დარწმუნდნენ რომ ცილს არ ვწამებდი მათ?!“ - წერს ილია ჭიღლაძე და წერილის ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ჭიღლაძე ვარაუდობს, რომ მას ან მღვდელმოქმედებას შეუჩერებენ, ან უფრო მძიმე გადაწყვეტილებას — მღვდლობიდან განკვეთას მიიღებენ.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე ერთ-ერთია იმ სასულიერო პირებს შორის, ვინც საქართველოს საპატრიარქოს შეცდომებსა თუ გადაწყვეტილებებს საჯაროდ აკრიტიკებს.
დეკანოზი ასევე აკრიტიკებდა პანდემიის პირობებში 2020 წელს სააღდგომო წირვების ეკლესიაში ჩატარების გადაწყვეტილებას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
VIDEO: უმძიმესი ეთერი, სტუდიაში ატირებული სტუმრები და ემოციური მოგონებები ზურა ბაკურაძეზე
ნათია ფანჯიკიძემ მოპარული ხე პოლიციის დახმარებით დაიბრუნა