1-დან 5 ივლისამდე ლგბტ თემს და მათ მხარდამჭერ ადამიანებს დედაქალაქში სხვა და სხვა აქტივობები აქვთ დაგეგმილი. მათ საჯაროდ გამოსვლას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგება და კონტრაქციას გეგმავს.
უფლება დამცველები შსს კანონის დაცვას სთხოვენ და მოითხოვენ, რომ საქართველოში ადამიანებს თანაბრად ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. თემაზე ერთ-ერთი პოპულარული იუმორისტული პოსტი ჟურნალისტმა - მარი ჯაფარიძემ გამოაქვეყნა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„პრაიდი მინდა ვნახო, საბჭოთა „პარადის“ კომენტატორით...
აი, ახლა გამოჩნდნენ დაუღალავი მშრომელები, მუშათა კლასი! ისინი წელგამართულნი მოაბიჯებენ პროსპექტზე ბუშტებით, ყვავილებით...
მათ შორის არიან შრომის წითელი დროშისა და ლენინის ორდენოსნები, მოწინავე მუშები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები...
ვაშაააა!!!!
მათ თავისი დაუღალავი შრომით მოიპოვეს გარდამავალი დროშა, რომელსაც ახლა სიამაყით მოაფრიალებენ...
ვაშააა!!!
მათ კოლონას მოჰყვება მეორე, მთავრობის კოლონა...
ქვეყანაზე ფიქრში დაღლილები მძიმედ მოაბიჯებენ, რუსთაველის მრავალჭირნახულ პროსპექტზე...
ამერიკული და ევროკავშირის დროშების ჯარი გამოჩნდა!!!
ვაშააა!!!
მტკიცე, შეუვალი ნაბიჯებით მოდიან, ღირსების ორდენოსნები...
ვაშაააა!!!! ვაშააა!!! ვაშააა!!!
მთავრობის კოლონას მოჰყვება ოპოზიციის კოლონა, ნაცების მოწინავე პრაიდელები უდგანან სათავეში ამ კოლონას, ამაყად მოაქვთ ცისარტყელა და დიდი ეკრანი, სადაც მათი ბელადია ჩართული პირდაპირ ეთერში და სკანდირებს: დიდება 5 ივლისს, ჩვენ მივაღწიეთ, რომ როგორც იქნა, ჩვენი დღე დაგვიწესეს, 5 ივლისი დღეიდან ჩვენი დღესასწაულია!
ურააააა.... ურაააა... ურაააა...
ოპოზიციის კოლონას მოჰყვება ტაბურეტებით შეიარაღებული ჯგუფი, შეძახილებით: გამოდით, დაგთვალოთ!!!
ვაშაააა ვაშააძე, ულვაშებს კი ნუ აცმაცუნებ, გადაადგი ფეხი, გაგასწრო შენმა კოლონამ!!!
აი, ვხედავ, კოლონას მოჰყვებიან კიდევ ჩამორჩენილი პრაიდისტები... უჭირთ სიარული, მოჩანჩალებენ, მაგრამ არ ეცემიან, მაინც მოაბიჯებენ...
ჯერ ვერ ვარჩევთ, ვინ არიან, მაგრამ საქებარია მათი შემართება და აი, ისინიც! გირჩის კოლონა...
გადაასწრეს ვაშაძეს, გადაასწრეს ოპოზიციას, ყოჩაღ, ბიჭებო! გადაასწრეს მთავრობას, გადაასწრეს მუშათა კოლონას!!!!
დაწინაურდნენ...
ვაშააა!!!! ვაშააა!!! აი, ერთი მათგანი წაიქცა, მაგრამ წამოდგა და სკანდირებს: შარვლები აიწიეთ, ბიჭებო, თქვენც არ წაიქცეთ!
დღევანდელმა პრაიდმა წარმატებით ჩაიარა...
მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა!
ვაშააა!!! ვაშააა!!! ხელპმიიიიი!!!
პ.ს. კოლონას ბოლოში მოცუნცულებს მაღალი, ტანხმელი კაცი... აქეთ-იქით დაბნეული იყურება, იღლიაში ამოჩრილ პაპკას ისწორებს და გამვლელებს ეკითხება: ხომ არ დაგინახავთ, ჯარი და ბადრი ჯაფარიძე საით წავიდნენო“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ნათია ფანჯიკიძემ მოპარული ხე პოლიციის დახმარებით დაიბრუნა
„ციხეში, ქალთა კოლონიაში გავიცანი“ - მარკუს მეტრეველი 10 წლით უფროს ქალზეა შეყვარებული