Digest Logo

დღეს პარლამენტის წინ აქცია არ გაიმართება

1626177860
ოპერატორები

დღეს პარლამენტის წინ აქცია არ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღეს ლექსოს დღეა, ამიტომ მისი მეგობრები ტელეეთერში შეიკრიბებიან და იქ გაიხსენებენ გარდაცვლილ ოპერატორს.

ლექსო ლაშქარავას ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 5 პირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ლექსოსთვის პანაშვიდის გადახდის უფლება არ მომცეს“ - რას ჰყვება მამაო, რომელმაც გარდაცვლილი ოპერატორი სიკვდილამდე ნახა

„5 ივნისის მოვლენების გამო სინდისის ქენჯნა არ გაწუხებთ?“- კორკოტას ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ

VIDEO: „ცდილობენ, როგორმე ლექსოს სახელი წაბილწონ"- ლექსო ლაშქარავას დედა