Digest Logo

ძალადობისკენ მომწოდებელ მღვდელს ეკლესიაში „სასტიკი საყვედური“ გამოუცხადეს

1626243971
საპატრიარქოს პრესსამსახური

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მღვდელმა, რომელიც 5 ივლისს მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდებდა ძალადობისკენ, „სასტიკი საყვედური“ მიიღო.

„ის სასულიერო პირი, რომელმაც მსგავსი მოწოდებები გააკეთა (ძალადობრივი), დაბარებული იყო, მიიღო სასტიკი საყვედური და საჯაროდ ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის ვიდეო. ეს ნიშნავს, რომ რაიმე კიდევ ერთი გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს მის მიმართ. თუ მსგავსი ფაქტი ისევ იქნება, მომაწოდეთ და განვიხილავთ“,- აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

მისივე თქმით, 5 ივლისს მღვდლები ჟურნალისტებს „ეფარებოდნენ და იცავდნენ“.

ცნობისთვის, 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამოსულმა ადამიანებმა ჟურნალისტებზე იძალადეს.

მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, სასულიერო პირებიდან იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ფიზიკურად ძალადობისას ჟურნალისტებს ნამდვილად იცავდნენ და ისეთებიც, რომლებიც ისედაც აგრესიულ მოქალაქეებს ძალადობისკენ უბიძგებდნენ.

„ვალდებული ხართ, იძალადოთ!“ — ეს იყო მღვდლის სპირიდონ ცქიფურიშვილის გამოსვლის საკვანძო ფრაზა, რამაც პარლამენტთან გამართულ ძალადობრივ აქციაზე დამსწრეებს შორის აპლოდისმენტები გამოიწვია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ემოციების გარეშე ვიტყვი, როგორც პროფესიონალი“ – რას წერს მაია ნიკოლეიშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე

„არ ვიცი რამდენად სწორია რასაც ახლა დავწერ, მაგრამ შავ ბაზარზე გამოჩნდა ახალი ნარკოტიკი და მას გააჩნია ზედოზირების დიდი რისკი“

პროტესტი გრძელდება! 4 ტელეკომპანია მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს