Digest Logo

„არ ვიცი რამდენად სწორია რასაც ახლა დავწერ, მაგრამ შავ ბაზარზე გამოჩნდა ახალი ნარკოტიკი და მას გააჩნია ზედოზირების დიდი რისკი“

1626240056
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე წერს რომ საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შავ ბაზარზე ახალი პრეპარატი გამოჩნდა რომლის მოხმარებისას ადამიანის ზედოზირებით გარდაცვალების რისკი ძალიან მაღალია. 

ნარკოლოგი აცხადებს, რომ ამ პრეპარატის მიღების დროს არაეფექტურია ნალოქსონი, რომელისაც მედიკოსები სხვა ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევებში გამოიყენებენ ხოლმე. მისივე თქმით, პრეპარატ ISO-ს ზედოზირების თავისებურებაც განსხვავებული აქვს, იწვევს როგორც სუნთქვის დათრგუნვას, აგრეთვე გულის უკამრისობასაც.

„არ ვიცი რამდენად სწორია რასაც ახლა დავწერ, მაგრამ ამ დროისათვის შავ ბაზარზე გამოჩნდა ახალი სინთეტიკური ნარკოტიკი, რომლის დასახელებაა ISO. მას სხვა ქიმიური სტრუქტურა აქვს, კერძოდ, თავისი სტრუქტურით არის etonitazene - ს მსგავსი, რომელიც არის მისი წინამორბედი. აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას აქვს დიდი ნარკოგენული პოტენციალი და შესაბამისად გააჩნია ზედოზირების დიდი რისკი, ბევრად ძლიერი ვიდრე სხვა ოპიატებს. მიუხედავად ამისა, სხვა ოპიატებისგან განსხვავებული სტრუქტურა და მოქმედება აქვს. დღეს ამერიკის, კანადის, ევროპის და ინგლისის ქუჩებში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. მისი ორგანიზმში აღმოჩენა ჩვეულებრივი ტესტით შეუძლებელია. ჰეროინისა და ფენტანილისგან განსხვავებით, რომელთა ეფექტებიც ცნობილია, აღნიშნული სინთეზური ოპიატის შემთხვევაში ეფექტი გრძელვადიანია თუ მოკლევადიანი ამ დროისთვის ეს ფაქტი დადგენილი არ არის. ზედოზირების თავისებურებაც განსხვავებული აქვს, იწვევს როგორც სუნთქვის დათრგუნვას, აგრეთვე გულის უკამრისობასაც და ხშირ შემთხვევაში ნალოქსონი არ შველის.

ვინაიდან ტესტირების დროს მისი აღმოჩენა შეუძლებელია, ზედოზირების დიაგნოსტირებაც და დახმარებაც რთულია და ხშირად უცნობი ეტიოლოგიის კომას მიაწერენ.

ის ჩინეთიდან არის შემოტანილი, ვინაიდან ჩინეთმა 2019 წელს აკრძალა ფენტანილის და მისი დერვატების წარმოება და გაჩნდა ISO რომლის ეფექტი ბევრად ძლიერია ვიდრე სხვა ოპიატების. გარდა ამისა, აპოტენცირებს სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

NB! აღნიშნული ინფორმაციის გარდა სხვას ვერაფერს გეტყვით და გთხოვთ, ჟურნალისტებმა შეიკავოთ თავი დარეკვისგან.

წინასწარ დიდი მადლობა!“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როცა მახსენდება საქართველოს მდგომარეობა... მრცხვენია და გული მტკივა - რევაზ ბოჭორიშვილი

„სამოთხის სერტიფიკატს ვერც იყიდი და ვერც მოიპოვებ - ღმერთი შენს თავში უნდა ეძებო“

„ვინ აქცია ეს ადამიანები პოპულარულებად? ვისი დამსახურებით ისმენდა ათასობით და ათიათასობით ადამიანი მათ ბოდვებს? ვინ მისცა მათ ტრიბუნა?..“