Digest Logo

პროტესტი გრძელდება! 4 ტელეკომპანია მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს

1626240761
ჟურნალიტების პროტესტი

საქართველოში ჟურნალისტების პროტესტი გრძელდება - „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 24 საათით მაუწყებლობას წყვეტენ. 

ამ დროისათვის მაყურებელს ტელეეკრანებზე სწორედ 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების ჩამონათვალისა და ამ მოთხოვნების ნახვა შეუძლია.

ტელეკომოპანიების ეთერები გუშინ, 13 ივლისს 15 საათზე ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს რეგიონული ტელევიზიებმაც.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა „სირცხვილიას“ ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. მასზე ძალადობაში ბრალდებული მხოლოდ 5 პირია დაკავებული - ერთი გარდაცვალების შემდეგ დააკავეს.

შსს-ს მიერ ნაწარმოები გამოძიების შუალედური დასკვნის მიხედვით ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებამ გამოიწვია.

5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამოსული მოძალადე ჯგუფების მიერ თბილისის სხვადასხვა ნაწილში განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია.

მედიამენეჯერების ორგანიზებით მედიის სოლიდარობის აქციები დედაქალაქში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, 11 ივლისიდან იმართება. აქციების მთავარი მოთხოვნებია მთავრობის გადადგომა და მოძალადეების დასჯა.

აგრეთვე დგააინტერესებთ:

„არ ვიცი რამდენად სწორია რასაც ახლა დავწერ, მაგრამ შავ ბაზარზე გამოჩნდა ახალი ნარკოტიკი და მას გააჩნია ზედოზირების დიდი რისკი“

„ძალადობის მერე, ადამიანმა სულაც რომ 1 თვის მერე თავი მოიკლას, ეს მაინც შესაძლებელია მოძალადის ბრალი იყოს“

„სამოთხის სერტიფიკატს ვერც იყიდი და ვერც მოიპოვებ - ღმერთი შენს თავში უნდა ეძებო“