საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უხუცესი დეკანოზი, თბილისის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ელგუჯა ლოსაბერიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი სიცოცხლე კორონავირუსმა შეიწირა.
ახლობლების ინფორმაციით, მამა ელგუჯას კოვიდი ჰქონდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსული ინფექციის შედეგად გაურთულდა. დეკანოზი კლინიკაში მკურნალობდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.
„დეკანოზ ელგუჯას ხვალ, 2021 წლის 23 დეკემბერს, 14 საათზე გამოასვენებენ წმ. გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან და ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ ელგუჯას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს“, - წერია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
რა მოვლენები და სასწაულები გველოდება 2022 წელს - წინასწარმეტყველების პროგნოზები