3 ივლისს ლანჩხუთში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი 24 წლის გიორგი კვიციანის ბიძაშვილი, შოთა კვიციანი გიორგის დაკარგულ კატას ეძებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
როგორც შოთა სოციალურ ქსელში წერს, კატა ავარიის დროს გიორგისთან ერთად იყო და ბოლოს შემთხვევის ადგილთან ახლოს ნახეს.
მისი თქმით, ის ერთადერთია რაც გარდაცვლილი ბიძაშვილისგან დარჩა.„ჩემი ბიძაშვილი იყო დედისერთა ბიჭი. ძალიან გთხოვთ, თუ ვინმე ამ კატას ნახავთ დამიკავშირდით. ავარიის შემდეგ იქ ტრიალებდა. ის გიოს საყვარელი ერთადერთი საყვარელი ცხოველი იყო და ერთადერთია რაც მისგან დამრჩა და არ მინდა ასე უპატრონოდ გაქრეს”, – წერს შოთა კვიციანი სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„პირდაპირ ვუთხარი, ზურა ნუ გარისკავ" - ნახეთ, რას ჰყვება ჭინჭარაული კახაბრიშვილზე
მამამ ხუთი შვილი საკუთარი ხელით დახოცა - სასტიკი ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
„დასახული მიზნის მიღწევა მალე რეალობა გახდება" - რა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს კულუმბეგოვი