Digest Logo

მამამ ხუთი შვილი საკუთარი ხელით მოკლა - სასტიკი ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა

1627550373
პოლიცია

აშშ-ის კენტუკის შტატის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ ლექსინგტონში მომხდარმა შემზარავმა  მკვლელობის ამბავმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. ამერიკის მოქალაქემ,  32 წლის ტიმოთი ჯონს უმცროსმა საკუთარი ხელით დახოცა თავისი 5 შვილი. დახოცილი ბავშვები ნაგვის ტომრებში მოათავსა  და გზის გამყოფზე დააწყო.

ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ასაკი 1-8 წლამდე მერყეობდა. შვილების დახოცვის შემდეგ მკვლელმა მამამ დროებით მიმალვა სცადა.

ამის შემდეგ, ბავშვების დედამ პოლიციას მიმართა, რადგან ის დაკარგულ ბავშვებს ვერსად ნახულობდა. გარდა ამისა, საეჭვოდ იყო გაუჩინარებული მისი მეუღლეც და პოლიციას ძებნა მასზეც დააწყებინა.

ძებნის შედეგად, შემთხვევით ჯონსი მთვრალ მდგომარეობაში აღმოაჩინეს მისისიპის შტატში, როდესაც იგი ორმოში ჩავარდნილი საკუთარი „ჯიპის" მარკის ავტომანქანის ამოყვანას ცდილობდა. მანქანის სიახლოვეს კი სამართალდამცველებმა სისხლის კვალი შეამჩნიეს. პოლიციამ ჯონსი ადგილზევე დააკავა. ამის შემდეგ კი სამართალდამცველები იმ ადგილას მიიყვანა, სადაც დახოცილი ბავშვების გვამები ჰქონდა დამალული.

იმ დროს ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიო პრესა ამ გაუგონარ სისასტიკეზე საუბრობდა.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი 9 წლის ბავშვი სარდაფში ჩაიყვანა და მასზე იძალადა - სასტიკი მკვლელობა, რომელმაც საქართველო შეძრა

„მკვლელმა ცხედრის დანაწევრების მიზნით „ბარგალკა“ შეიძინა... სამი საკონტროლო ტყვია...“ - პროკურორების შეკვეთილი მკვლელობა

„ერთი შეხედვით წესიერი კაცი გეი აღმოჩნდა“ – ვინ არის ცნობილი მსახიობის მკვლელობაში მსჯავრდადებული ქართველი, რომელმაც ქართველი თანამესაკნე მოკლა