Digest Logo

„ეს სიახლე ჩემს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის" - ნახეთ, რაზე საუბრობს ბუბა მირცხულავა

1628413597
ბუბა მირცხულია

„ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ბუბა მირცხულავა მალე მამა გახდება. მან შვილის მოლოდინზე ჟურნალ „გზასთან" ესაუბრება. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში სხვა განცდები და ინტერესები გაჩნდა.

„ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა სხვა განცდები და ინტერესები. ბავშვს სექტემბრის დასაწყისისთვის ველოდებით, მაგრამ სქესს ჯერ არ ვამხელთ, საიდუმლოდ ვტოვებთ. შვილის მოლოდინი დიდი განცდაა. ვემზადები და ვფიქრობ, ეს სიახლე ჩემს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. მგონია, მამობა სხვაგვარ ადამიანად მაქცევს. ჩემს მეუღლეს უნდა, რომ მშობიარობას დავესწრო, მაგრამ არ ვიცი, ფსიქოლოგიურად რამდენად შევძლებ. უარს არ ვამბობ, უბრალოდ, პასუხი ჯერ არ ვიცი. როცა ფაქტის წინაშე დავდგები, მაშინ გადავწყვეტ, როგორ მოვიქცევი“, - ამბობს მსახიობი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ვალენტინოს სახლის წვეულებაზე არ წავსულვარ, არ მემეტება ძვირფასი დრო ჩვენებებსა და მსგავს ღონისძიებებზე დასახარჯავად" - მარიამ კუკუნაშვილი

„ტაქსიში ჩავჯექი და ვუთხარი ღრმაღელის მეტროსთან მინდა-მეთქი. ვიარეთ, ვიარეთ, მივედით და იცით რა ხდება?”

„სამწუხაროდ ჯერ ისევ უძლურება დომინორებს ჩემში" - თინა ხიდაშელის ემოციური მიმართვა საზოგადოებას