Digest Logo

„გეი პრაიდი კი არა, ჰეტეროსექსუალები ვერ გამოვლენ“ - „ალტ-ინფოს" დამფუძნებლის ჰომოფობიური განცხადება

1626338765
კონსტანტინე მორგოშია

"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ჟურნალისტებთან მორიგ ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს და აცხადებს, რომ საქართველოში ე.წ. "ღირსების მარშის" არასოდეს არ ჩატარდება.

„არასდროს საქართველოში გეი პრაიდი არ ჩატარდება. ძალიან მალე იმაზე მეტ ხალხს ნახავთ, ვიდრე ოდესმე გინახავთ და ნებისმიერ მთავრობას, მათ შორის ამასაც, მოუწევს იმ კანონპროექტის მიღება, სადაც გეი პრაიდი კი არა, ჰეტეროსექსუალები ვერ გამოვლენ და ვერანაირი სექსუალური ორიენტაციის ადამიანი ვერ გამოვა. ჩვენ შევაგროვებთ 100 000-ს ხელმოწერას და იმას თქვენ არითმეტიკულად განახვებთ," - აცხადებს "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია.

ინფორმაციისთვის, 5-6 ივლისს, აქციებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით "ალტ-ინფოსა" და მოძრაობა "ქართული მისიის" წარმომადგენლები გამოიკითხნენ. მათ პოლიციის სამმართველოს შენობა გვიან ღამით დატოვეს.

✅ასევე დაგაინტერესებთ:

57 წლის ბესიკ თოდუა ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

მთავრობა გასართობი ღონისძიებების შეზღუდვას გეგმავს

„სამ პარტიულ ტელევიზიაში ასეულობით მილიონია ინვესტირებული“ - ირაკლი კობახიძე