Digest Logo

მთავრობა გასართობი ღონისძიებების შეზღუდვას გეგმავს

1626334466
თამარ გაბუნია

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება, ინფექცია სწრაფად ვრცელდება და აქტიური ჩარევის გარეშე ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაციის გაუმჯობესება ვაქცინაციასა და პირადი დაცვის საშუალებებზე გადის.

„ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება.

გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ეს ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი. ბავშვებში ბოლო პერიოდში ჰოსპიტალიზაცია გაიზარდა. ნოემბერში და დეკემბერში ბავშვთა საწოლები თავისუფალი გვქონდა, თუმცა, ახლა ვამატებთ ბავშვთა საწოლებს“, - განაცხადა

❌ასევე დაგაინტერესებთ:

გახდება თუ არა სავალდებულო სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია? - გაბუნიას განმარტება

გლდანში კაცმა დის საქმრო მოკლა - მკვლელობა თბილისში

„სამ პარტიულ ტელევიზიაში ასეულობით მილიონია ინვესტირებული“ - ირაკლი კობახიძე