ელენე ჩოხელი ლატარია „აიცერი და მოიგეს” ერთ-ერთი გამარჯვებულია. მან 500 ლარი მოიგო. როგორც ელენემ „დაიჯესტს“ განუცხადა, „ფაიზერის" მეორე დოზა აგვისტოში, მცხეთის საავადმყოფოში გაიკეთა.
ელენე ჩოხელი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საშიში ამაში არაფერია.
„23 წლის ვარ. წარმოშობით ახალგორიდან, მაგრამ ახლა დევნილთა დასახლებაში ვცხოვრობ. ვაქცინაცია თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, უბრალოდ „ფაიზერის“ შემოტანას ველოდებოდი. როგორც კი გახდა ვაქცინა ხელმისაწვდომი, მაშინვე დავრეგისტრირდი. მეორე დოზა აგვისტოში გავიკეთე. გართულება არ მქონია, მხოლოდ მეორე დოზის გაკეთების შემდეგ მქონდა ტემპერატურა 37.6. გათამაშებიდან მეორე დილას დამირეკეს. ღამის ცვლაში ვმუშაობ და მაგ დროს მეძინა, ამიტომ ემოციებიც დიდად არ გამომიხატავს, მეძინა და ვერ მოვედი აზრზე.
თანხას რაში დავხარჯავ ჯერ არ გადამიწყვეტია. ალბათ, საჭირო რაღაცებს ვიყიდი.
ვფიქრობ, რომ პანდემიის დამარცხებაში ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა და ყველა უნდა ავიცრათ.
ყოველთვის ამას ვიტყვი, რომ საჭიროა განათლება და ელემენტარული რაღაცების წაკითხვა. ბევრი ტყუილი ვრცელდება, რაღაც დაჩიპვის თემაზე და მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ წაიკითხონ და საკუთარ ჯანმრთელობას ასეთ გაგონილ ამბებზე ნუ ააწყობენ.
ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ვეუბნებოდი, აცრა გაეკეთებინა. დარეგისტრირდა კიდეც, თუმცა მოგვიანებით გააუქმა ჯავშანი. შემდეგ შეხვდა კორონავირუსი და ძალიან მძიმედ აღმოჩნდა, საავადმყოფოშიც იწვა“, - ამბობს ელენე ჩოხელი „დაიჯესტთან“ საუბრისას.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„დიდხანს სცადა დედამიწაზე დარჩენილიყო, მაგრამ ყველაფერი დასრულდა" - ეკა ჩიკაშუა გარდაიცვალა
🔵„გაურთულდა კოვიდი... ილოცეთ ნათიასთვის" - ჯონდი ბაღათურიას მეუღლე კოვიდს ებრძვის