მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ცუდადაა. ის ისრაელში, ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. რეანიმაციულ განყოფილებაშ გადაღებულმა მისმა ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
აღნიშნულ ფოტოსთან დაკავშირებით მომღერლის მეუღლე ქეთი ვადაჭკორია პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს, ფოტო არ გადააზიარონ, რადგან მისი ნახვა შვილებისთვის ძალიან მძიმეა.
„ჩემო მეგობრებო! ჩემგან დამოუკიდებლად ფბ-ზე დაიდო ზურას საავადმყოფოს სურათი, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გადააზიარებთ, ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის. არ მგონია, ვინმესთვის სასიამოვნო სანახავი იყოს ზურა ამ მდგომარეობაში. გეხვეწებით, ნუ მიკლავთ ზურას, ყოველ წუთას“ - წერს ქეთი ვადაჭკორია.
საინტერესო ამბები:
ყველას ეგონა, რომ ლავრენტიმ მომიტაცა - ვინ იყო ბერიას ცოლი?
როგორ გამოიყურებიან „ბედის ირონიის“ მსახიობები - ფოტოები
ბერია - „ეშმაკი“, ხალხის მტერი თუ მათი ერთგული? შვილის მოგონებები და ისტორიული ფაქტები