მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას საყვარლების შესახებ მრავალი ლეგენდა ვრცელდებოდა, მისი ერთადერთი ცოლი 30 წლის განმავლობაში ნინო გეგეჭკორი იყო.
მას ბოლო ამოსუნთქვამდე არ სჯეროდა იმ საშინელი ამბების, რაც ვრცედლებოდა თავის ქმარზე.
ნინო მეუღლეს 16 წლის ასაკში შეხვდა. ლავრენტი 22 წლის იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს წყვილი დაქორწინდა.
„არავისთვის არცერთი სიტყვა არ მითქვია, ისე დავქორწინდით. ამის შემდეგ, ქალაქში გავრცელდა ჭორები, რომ ლავრენტიმ მომიტაცა. მსგავსი არაფერი ყოფილა. მე საკუთარი სურვილით დავქორწინდი“, - განუცხადა ნინომ ჟურნალისტებს.
ბერიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნინომ მოახერხა, რომ არ გაეზიარებინა საბჭოთა პოლიტიკოსების მრავალი ცოლის ბედი. თუმცა, მისი დაპატიმრების შემდეგ, ის და თავისი შვილი დააპატიმრეს, ციხეში მათ წელიწადზე მეტი გაატარეს.
ყოველდღიური დაკითხვებისას აიძულებდნენ მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, მაგრამ მას არც ეჭვი ჰქონდა და არც სჯეროდა ბერიაზე გავრცელებული ამბების. ის ვერ აიძულეს მიეცა ქმრის საწინააღმდეგო ჩვენება.
„მე აბსოლუტურად სერიოზულად მადანაშაულებდნენ თითქოს ვმონაწილეობდი რუსეთიდან წითელი ნიადაგის ჩამოტანაში. ფაქტია, რომ ვმუშაობდი სოფლის მეურნეობის აკადემიაში და ვატარებდი ნიადაგის კვლევას.
სინამდვილეში, ერთხელ ჩემი თხოვნით, თვითმფრინავით წითელი ნიადაგის გრუნტი ჩამოიტანეს. რადგან თვითმფრინავი სახელმწიფო საკუთრებაში იყო, აღმოჩნდა, რომ ვითომ სახელმწიფო ტრანსპორტს პირადი მიზნებისთვის ვიყენებდი“,- განაცხადა ნინომ.
16 თვის პატიმრობის შემდეგ, ბერიას მეუღლე სვერდლოვსკში გადააგზავნეს და გადასახლების ვადის ამოწურვის შემდეგ ნინო საცხოვრებლად კიევში გადავიდა.
გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ნინომ თავის გულწრფელ ინტერვიუში, ქმარზე ბევრი რამ მოყვა.
არასოდეს არ ჩავრეულვარ ქმრის სამსახურის საქმეებში.
მაშინდელი ლიდერები თავიანთ ცოლებს არ უყვებოდნენ თავიანთი საქმეების შესახებ, ამიტომ ვერ გეტყვით ამის შესახებ.
ის ფაქტი, რომ ღალატში დაადანაშაულეს, რა თქმა უნდა, დემაგოგიური იყო. ეშინოდათ რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ბერიას არ დაეკავებინა მისი ადგილი.
ჩემს ქმარს ვიცნობდი: ის იყო პრაქტიკული აზრის ადამიანი და მიხვდა, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, შეუძლებელი იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ადგილი დაეკავებინა ქართველს. ამიტომ, ის ალბათ წავიდა ისეთ საჭირო კაცთან, როგორიც მალენკოვი იყო“, - ჰყვებოდა ბერიას მეუღლე.
როგორც ჩანს, ნინო არც კი ეჭვობდა იმ ასობით ქალბატონზე, რომელთანაც მის მეუღლეს კავშირი ჰქონდა. მან უარი თქვა ამის დასაბუთებაზე და როდესაც წერილობითი მტკიცებულება მიიღო, ნინო აღნიშნავდა შემდეგს.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
„მაგარ სახლში“ ვარ, ცხელი ჯაკუზი, გადასარევი გოგოები - როგორ ხვდებოდა ქმრის ღალატს კვაშალის ცოლი?
ბერია - „ეშმაკი“, ხალხის მტერი თუ მათი ერთგული? შვილის მოგონებები და ისტორიული ფაქტები