ახალი წელი, ახალი სურვილები, სიკეთისა და ბედნიერების დაბადების წელი... მოლოდინი იმისა, რომ ყოველი მომდევნო წელი წინაზე უკეთესი იქნება.
შეიძლება ფერადი რეალობა მუქ ფერებად აელვარდეს. როგორ? როგორ და პიროტექნიკის გამოყენებით.
„დაიჯესტი“ მოგიყვებათ 6 წლის ანდრიას ისტორიას, რომლისთვისაც 2016 წლის დადგომა საბედისწერო აღმოჩნდა...
მე-5 შვილი გავაჩინე, დღეების მყავდა... მეგონა უკვე ბედნიერი დედა ვიყავი... მაგრამ ყველაფერი წინ მქონია...
მოვიდნენ სტუმრები, ბავშვის სანახავად და ახალი წლის მოსალოცად.
2016 წლის პირველი იანვარი
ერთ-ერთმა ნათესავმა (პაპამ) ბავშვი სამზარეულოში გაიყვანა ასაფეთქებელს ცეცხლი მოუკიდა, ხელში მისცა და უთხრა გადააგდეო.
მე არ ვაჭერინებდი ანდრიას ასაფეთქებლებს, არ იცოდა როდის უნდა გადაეგდო, გამოუცდელი იყო... 6 წლის...
ვერ მოასწრო გადაგდება და ხელში აუფეთქდა.
იმ წუთში მოაცალა 2 თითი, მე შემრჩა ხელებში... მესამე თითზე ოპერაცია ჩაუტარდა, რკინა ჩაუდგეს. ექიმებმა მესამე თითი შეუნარჩუნეს, თუმცა ვერ იყენებს.
საავადმყოფოში როგორც კი წავიყვანეთ, მინდოდა ჩემი თითები გადაენერგათ. მაგრამ საქართველოში ეს ოპერაცია არ კეთდებოდა.
საქმე ისაა, რომ მაქვს კიდევ შანსები... 18 წლის რომ იქნება თურქეთში ოპერაციას გავუკეთებ და ჩემს თითებს გადავუნერგავ.
მე ჩემი თვალით ვნახე რა ხდება პირველ ინავარს „იაშვილის კლინიკაში“.
ეს არის კოშმარი, როგორ მოჰყავთ ბავშვები, რომლებმაც მხედველობა დაკარგეს, ზოგს ხელის მტევანი არ ჰქონდა...
ჩემთვის უმძიმესია, ყველაზე დიდი დანაკარგია, რაც კი ცხოვრებაში დამიკარგავს, ჩემი ანდრიას თითები...
თუმცა იქ უარესი ფაქტები ხდება.
ჩემს შვილს რაც ხელში აუფეთქდა არ იყო დიდი, პატარა ასაფეთქებელი იყო, მაგრამ ისეთი ძლიერი იყო... მით უმეტეს დახურულ სივრცეში იმყოფებოდა... მძაფრ სიუჟეტიან ფილმში მეგონა თავი, ხორცები ცვიოდა ირგვლივ.
გზად სასწრაფო შემხვდა და ტაქსიდან გადავუსვი ბავშვი, მათ რომ არ შეეჩერებინათ სისხლდენა არ ვიცი როგორ დამთავრდებოდა ეს ამბავი.
ცხოვრება დაზიანების შემდეგ
ანდრია ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, აქეთ მაიმედებდა. საავადმყოფოშივე მითხრა - „დედა ხომ ვარ ცოცხალი, მერე რა მოხდა?“
არადა მეგონა თვითონ ფსიქოლოგიურად მძიმედ იქნებოდა, დაეცემოდა.
სკოლაში შედიოდა, წერა ახალი ნასწავლი ჰქონდა. მარჯვენა ხელია თან. თასმებსაც იკრავდა, ელვასაც, დაზიანების მერე კი თავისით ვერაფერს აკეთებდა.
ყველაფერი ახლიდან დავიწყეთ. ძალიან გამიმართლა სკოლასა და დამრიგებელში. ყველაფერს თვითონ უკეთებდა, ეხმარებოდა... სწავლობდა ახლიდან წერას, კოვზის ჭერას, ელვის შეკვრას... ცხოვრება თავიდან დავიწყეთ.
ჩემი შვილი ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, მაიმედებდა, ყველაფერს ერთად გავაკეთებთო.
მეშინოდა, რომ ვერ ანახვებდა ხელს ვერავის, ან ხელთათმანს მოითხოვდა... მაგრამ არა, ვინმე რომ მოდიოდა ხელს გაუწევდა და თამამად უყვებოდა ისტორიას.
მიმართვა მოქალაქეებს
მინდა, მშვიდობიანი ახალი წელი, მინდა, ყველა ჯანმრთელად შეხვდეს 2022 წელს.
მინდა, დიდებს მივმართო, სანამ სახელმწიფომდე მივალთ, რომ პიროტექნიკის გამოყენება გააუქმონ...
ბებიებო, ბაბუებო, დედებო, უფროსებო - არაა ნორმალური ის მიდგომა - „მიდი, აბა, დაიკავე“.
ნუ აყურებინებთ შვილებს სილამაზეს ჯანმრთელობის ფასად. ისედაც დადგება ბედნიერი ახალი წელი პიროტექნიკის გარეშე.
ამბავი ფოტოს შესახებ
ეს ფოტო დიდი ხნის წინ გადავიღე, ფოტო სკოლაში სწავლისას... დამწყები ფოტოგრაფი ვარ. თემა იყო ემოცია.
პირველი რაც მინდოდა იყოს ის, რომ მინდოდა, მეტ ადამიანს სცოდნოდა ამ ამბის შესახებ და ფრთხილად ყოფილიყვნენ პიროტექნიკასთან.
ფოტოს რომ უყურებ, ეს ტკივილია და გრძნობ ამ ტკივილს.
დაბლა ჩემი ხელია, მაღლა ჩემი შვილის“, - ამბობს „დაიჯესტთან“ საუბრისას ანდრიას დედა, ნათია მუმლაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე