„ლუტეცია“ პარფიუმერულ სამყაროში გამოცდილი, სიახლეებზე ორიენტირებული და მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი ქსელია. ეს ადგილია სადაც პროფესიონალი კონსულტანტები მზად არიან მომხმარებელს სათანადო კონსულტაცია გაუწიონ და იზრუნონ მათ სილამაზეზე. მათ ლუტეციაში მუდამ ელოდებათ კომფორტული გარემო, სასურველი პროდუქცია და კეთილგანწყუბილი პერსონალი.
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი, „ლუტეცია“ დღეს საქართველოში 100-ზე მეტ ცნობილ ბრენდს წარმოადგენს. იგი პირველად პარფიუმერულ ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა.
მაღაზიათა ქსელშივე გახსნილია კოსმეტოლოგიური კაბინეტები, სადაც ქალბატონებსა და მამაკაცებს შეუძლიათ ისარგებლონ მაღალი კლასის კოსმეტოლოგიური მომსახურებით, ჩაიტარონ კანის მოვლის სხვადასხვა პროცედურები.
ასევე ლუტეციას მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მომსახურება პროფესიონალი ვიზაჟისტებისგან, რომლებიც მხოლოდ ლუქს კატეგორიის ბრენდების დეკორატიული საშუალებებით მუშაობენ.
ესაა ქალური ბედნიერების მარტივი ფორმულა, რომელიც ბიზნესმენმა ვახტანგ ფხაკაძემ აჩუქა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს.
დღეს, 6 დეკემბერს, ქალური ბედნიერების შემქმნელი კოვიდინფიცირებული ბიზნესმენი გარდაიცვალა.
მან ვირუსთან ბრძოლა წააგო.
ქართველი სელებრითები ამ ამბავს გამოეხმაურნენ და მისი გარდაცვალების ამბავს განიცდიან.
„ადამიანი, რომელიც ქალებს ყოველდღე დღესასწაულს ჩუქნიდა“,- წერს ექიმი ნინო ნადირაძე.
„როგორ მეწყინა, საუკეთესო ადამიანი, ძალიან დაგვწყვიტე გული ბატონო ვახტანგ“,- წერს მომღერალი ნინო ჩხეიძე.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
იმედი გვაქვს, რამდენიმე დღეში ოჯახს დაუბრუნდება - რატიანი კავსაძის მდგომარეობაზე